ლეონიდ ბრეჟნევი – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ არის ცნობილი,რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი – ლეონიდ ბრეჟნევი (1906-1982 წლები) არა მარტო ჩინ-მედლების დიდი მოყვარული,არამედ ძვირფასი საჩუქრების დიდი მოტრფიალეც გახლდათ.ბრეჟნევის აღნიშნული გატაცების შესახებ,რუსმა მწერალმა ბენედიქტე სარნოვმა,თავის წიგნში “შეწყვიტეთ განცვიფრება!” – ერთი მეტად საინტერესო ფაქტი მოიყვანა,რომესაც აქვე გაგაცნობთ:
“ლეონიდ ბრეჟნევი,ალმასის საბადოებით სახელგანთქმულ იაკუტიის ადმინისტრაციულ დედაქალაქს – იაკუტსკს ეწვია.ადგილობრივი ჩინოვნიკები,საბჭოთა გენსეკის დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ.ვიზიტის ფარგლებში,ბრეჟნევისათვის გამართული იქნა არა მარტო ოფიციალური,არამედ არაოფიციალური მიღებებიც.ერთ-ერთი ასეთი არაოფიციალური მიღება,შორეული აღმოსავლეთის ყველაზე მსხვილ რეგიონში,იაკუტიის ხელმძღვანელობამ “მეგობრული ვახშმის” სახელით გაუმართა გენსეკს. (ავტორი გენია.ჯი) იცოდნენ-რა მათ,ლეონიდის სიყვარული ძვირფასი საჩუქრებისადმი,სწორედ აღნიშნულ მიღებაზე იყო დაგეგმილი მისთვის სიურპრიზის გაკეთება.არყისაგან შეხურებული საბჭოთა მაღალჩინოსნების სუფრაზე,მზარეულებმა უზარმაზარი შემწვარი ინდაური გამოიტანეს.სუფრის მასპინძელმა დანა აიღო და ინდაურის დაჭრა ოსტატურად დაიწყო.მას შემდეგ,რაც შემწვარი ინდოურის მუცელი გაფატრა,ყველასათვის მოულოდნელად,მუცლიდან სუფთა ოქროსაგან დამზადებული კვერცხი ამოიღო და საგულდაგულოდ გაწმინდა: “ეს საჩუქარი ჩვენგან – ძვირფასს,ლეონიდ ილიასძეს”, – წარმოთქვა სუფრის მასპინძელმა და იგი ღიმილით გაუწოდა ბრეჟნევს.მათდა სამწუხაროდ,აღნიშნულ საჩუქარს გენსეკი დიდად არ აღუფრთოვანებია და იგი ნაძალადევი თავაზიანობით მიიღო,რის შემდეგაც ბრეჟნევმა მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და ადგილობრივ ჩინოვნიკებს ირონიულად მიუგო: “რა არის,იაკუტიაში ალმასების მარაგი ამოგეწურათ?” – ლეონიდის ამ წინადადებამ,სუფრაზე სამარისებული სიჩუმე წარმოშვა და ყველას დაუკარგა ლხინის გაგრძელების ხალისი. (ავტორი გენია.ჯი)