ამადეო კლემენტ მოდილიანი – “ეპიზოდი”
1918 წელს,გენიალურმა იტალიელმა მხატვარმა,მოქანდაკემ და ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა - ამადეო კლემენტ მოდილიანიმ (1884-1920 წელს),ფინური წარმომავლობის მქონე ცნობილი ფრანგი მხატვრისა და ფილოსოფოსის,თავისი უახლოესი მეგობრის – ლეოპოლდ სიურვაჟის (1879-1968 წლები) პორტრეტი დახატა.საინტერესოა ის გარემოება,რომ მოდილიანმა მეგობრის პორტრეტზე ერთი თვალი გარკვეულად გამოსახა,ხოლო მეორე კი ძალიან ბუნდოვნად (ზემოთ გამოსახული სურათი – ავტორი გენია.ჯი).აღნიშნულმა ფაქტმა,ლეოპოლდი გააოცა,რის გამოც ამადეოს ჰკითხა:
- რატომ გამომსახე პორტრეტზე მხოლოდ ერთი თვალით?
- იმიტომ,რომ ამ სამყაროს მხოლოდ ერთი თვალით უყურებ.მეორე თვალი კი მუდმივად შინაგანი სამყაროს დასაკვირვებლადა გაქვს მიმართული.ჩემი რჩევა იქნება ბევრად უფრო დაუახლოვდე რეალურ ცხოვრებას და ორივე თვალი გაუსწორო მას.თუკი ამ პორტრეტის გაყიდვას შესძლებ და ჩემს რჩევასაც გაითვალისწინებ,გპირდები,რომ შენს მეორე პორტრეტსაც დავხატავ,თუმცა ამჯერად ორივე თვალით, – უპასუხა მოდილიანმა. (ავტორი გენია.ჯი)
ამადეო კლემენტ მოდილიანი
ლეოპოლდ სიურვაჟი