კრისტოფ ვილიბალდ გლიუკი – “ეპიზოდი”
კლასიკური ეპოქის დიდ ავსტრიელ კომპოზიტორს – კრისტოფ ვილიბალდ გლიუკს (1714-1887 წლები),ერთ დღეს გადაუდებელ საქმეზე მიეჩქარებოდა,რა დროსაც,იმ მაღაზიის მინაზე,რომლისთვისაც გვერდი უნდა აევლო,სიჩქარეში,თავისი ხელჯოხი სრულიად შემთხვევით მოუხვდა.მინა ჩაიმსხვრა… შეშფოთებულმა კომპოზიტორმა მაღაზიის მეპატრონეს დაუძახა და ჰკითხა,თუ რამდენად იყო შესაძლებელი დამსხვრეული მინის ყიდვა,რაზეც პასუხად მიიღო: ერთი ფრანკი.გლიუკმა ჯიბიდან ერთი ეკიუ (ანუ 2 ფრანკი) ამოიღო და მაღაზიის მეპატრონეს გაუწოდა.გლუკის-და სამწუხაროდ,მას ხურდა არ აღმოაჩნდა და ის იყო დასახურდავებლად მეზობელ მაღაზიაში უნდა წასულიყო,რომ კრისტოფმა,მკლავში ხელი ჩაავლო,შეაჩერა და უთხრა: ” არ ღირს,მეგობარო,ამისათვის დროის დაკარგვა.დაიტოვეთ ეს ერთი ეკიუ თქვენთვის,რადგან იმდენად მეჩქარება,რომ ჩემთვის უმჯობესია მეორე მინაც ჩავამსხვრიო,ვიდრე თქვენ დაგელოდოთო”. (ავტორი გენია.ჯი)