ბელა ქებურია – “ვინ ვარ?”

ვინ ვარ?

მზის ერთი სხივი ვარ.

ცისკართან ერთად ავდგები,

წვიმას ღვთის მადლად ვღებულობ,

ქარებს მეგობრად დავყვები.

ზოგჯერ ზღვის მეცხრე ტალღა ვარ,

თეთრად გაშლილი აფრებით,

ბაბუწავერას სუნთქვა ვარ,

მომიქროლებ და გავქრები…

სამშობლოს ცრემლის წვეთი ვარ,

მისთვის სიცოცხლის გამღები,

რაცა ვარ,აი,ესა ვარ,

არც მეტი და არც ნაკლები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>