იოსებ იმედაშვილის მოთქმა…

“სულიერად სხვისი მონები,ნივთიერად სხვისი ყმები,აზრით და რწმენით სხვისი ტიკინები,ტინგნიცი,ტიტლიკანანი და მშიერნი! აი ვინა ვართ!

თითქმის სამი ათას წელს ოფლით და სისხლით მორწყულ სამშობლოში სამშობლო დაკარგულნი, – აი სახელი ჩვენი…

გარეთ შორს უცხოეთში მრავალი განწირული სიცოცხლე ქართველისა,შინ გუმბათ-ჭერ ჩამონგრეული ტაძრები მამა-პაპათა,მდაბიო ხალხი – მთელი ჩვენი სოფლები გონებრივ წყვდიადში ჩაფლული,თავის შეუგნებლობით სხვის ბრმა იარაღად გადაქცეული სამშობლოსვე საზიანოდ, – აი ჩვენი მდგომარეობა…

შებილწულია ტაძარი ჩვენი,ძირს განრთხმულია წმიდათა-წმიდა დროშა ჩვენი ერისა!.. სახიობა,მუსიკა,რიტორება ჩვენი მშობლიური არარად არის ქმნილი… და ეს მაშინ,როდესაც ჩვენი ქვეყნის საამაყო შვილნი სხვათა კერას აღვივებენ,სხვათა ჭერს ახარებენ,სხვათა სამსხვერპლოზე სწირავენ და ჰქმნიან დიდებასა!..

სად არის სამართალი?! ნუთუ სამშობლო ჩემი აღარ აღსდგება ყოვლითა დიდებითა თვისითა?!” (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ზემოთ განთავსებული სურათი აღებულია საიტიდან: burusi.wordpress.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>