ყარამან კიკნაველიძე – “ეპიზოდი”
სპარსეთში მოღვაწე დიდმა ქართველმა მამულიშვილმა და მდიდარმა მრეწველმა - ყარამან კიკნაველიძემ,მას შემდეგ რაც დევნილობიდან სამშობლოში დაბრუნდა,დიდი სიხარული და აღტაცება გამოხატა თბილისში უნივერსიტეტის დაარსების იდეის გამო.მან,ქართული უნივერსიტეტის საზოგადო კრებაზე გენიალურ ქართველ ისტორიკოსსა და აღნიშნული იდეის ერთ-ერთ შემოქმედს – ივანე ჯავახიშვილს კონვერტით ფული გადასცა,რომელშიც გარდა 100 თუმნისა (იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა),წერილიც იდო,სადაც იგი აღნიშნავდა,რომ ერთობ მოხარული გახლდათ ქართული უნივერსიტეტის გახსნის აზრის გამო,რადგან სწორედ მასში ხედავდა ჩვენი სამშობლოს წინმსვლელობას.
გარდა ამისა,მას ასევე ჩაფიქრებული ჰქონდა ხელმოკლე სტუდენტებისათვის თავშესაფრის აგება თბილისში.თუმცა,როგორც წესი,ჩვენდა საუბედუროდ,ეს დიადი ქართველი მამულიშვილიც,ისევე როგორც სხვა მრავალი დიდი ქართველი,ქართველისვე ხელმა იმსხვერპლა: ყარამან კიკნაველიძე თავისი ოჯახითურთ (მოხუც დედასთან,ახლახან ჯვარდაწერილ მეუღლესთან – ოლიკო ქვარიანთან და ძმებთან ერთად) სოფელ კიკნაველეთის გზაზე მისმავე შურიანმა ნათესავებმა გაძარცვის მიზნით ამოხოცეს… (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ზემოთ განთავსებული სურათი აღებულია საიტიდან: dspace.nplg.gov.ge