ენდრიუ ჯექსონი – “ეპიზოდი”

1835 წლის 30 იანვარს,ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-7 პრეზიდენტს - ენდრიუ ჯექსონს (1767-1845 წლები),მაშინ როდესაც კაპიტოლიუმს ტოვებდა,თავს დაესხა ინგლისელი ემიგრანტი მხატვარი – რიჩარდ ლოურენსი (1800-1861 წლები).პრეზიდენტზე თავდამსხმელმა,ჯექსონს თავდაპირველად ზურგში რევოლვერიდან ესროლა,თუმცა,აშშ-ს პრეზიდენტის საბედნიეროდ ტყვია არ გავარდა,რის  შემდეგაც ლოურენსმა მეორე რევოლვერიდანაც განახორციელა გასროლა,მაგრამ ამ შემთხვევაშიც მას იარაღმა უმტყუნა.ამ შუალედში კი,სანამ ირგვლივ მყოფები სიტუაციაში გაერკვეოდნენ,ენდრიუმ თავდაცვის მიზნით,თავისი ხელჯოხი გამოიყენა და სასტიკად სცემა თავდამსხმელი.რიჩარდი დააკავეს.ამერიკულმა სასამართლომ,უმუშევარი ინგლისელი მხატვარი ფსიქიკურად შეურაცხადად სცნო და იგი სამკურნალოდ გადააგზავნა იქნა ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.საინტერესოა ის გარემოება,რომ ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიხედვით,ენდრიუ ჯექსონის მოსაკლავად გამოყენებული ორივე იარაღი სასროლად სრულიად ვარგისი იყო,თუმცა რაღაც სასწაულებრივად,ამერიკის პრეზიდენტზე თავდასხმის დროს არც ერთმა მათგანმა არ გაისროლა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>