ჰორაციო ნელსონი – “ეპიზოდი”
“აბუკირის ბრძოლის” წინა დღეს (1798 წლის 1 აგვისტო),ინგლისის ფლოტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადმირალის - ჰორაციო ნელსონის (1758-1805 წლები) საზღვაო ესკადრის შემადგენლობიდან ჯარისკაცების წერილებით დატვირთული საფოსტო ფრეგატი ინგლისისაკენ დაიძრა.მოულოდნელად,ნელსონმა თავის ხომალდზე მყოფი მოწყენილი ახალგაზრდა ჯარისკაცი დაინახა,რომელსაც ხელში ოჯახში გასაგზავნი ბარათი ეკავა და დანანებით გაჰყურებდა სამშობლოსკენ მიმავალ ფრეგატს.ადმირალმა გადაწყვიტა გაეგო ჯარისკაცის მოწყენის მიზეზი და მოულოდნელად,მასთან მივიდა:
- რაშია საქმე?
- არაფერია,წვრილმანია.ეს ნამდვილად არ იმსახურებს თქვენს მაღალ ყურადღებას,ადმირალო, – უპასუხა დაბნეულმა ჯარისკაცმა ნელსონს.
მიუხედავად ამისა,ჰორაციომ ჯარისკაცს მაინც დაჟინებით მოსთხოვა აეხსნა მოწყენის მიზეზი და როდესაც გაიგო,რომ მისი ფლოტილიის ერთმა რიგითმა მებრძოლმა,ოჯახში,”აბურიკის ბრძოლის” წინ წერილი ვერ გააგზავნა,უმალვე გასცა ბრძანება,მის დაქვემდებარებაში მყოფი ფლოტის შემადგენლობაში შემავალი ორი სწრაფლმავალი ხომალდი ინგლისელი ჯარისკაცების წერილებით დატვირთულ ფრეგატს დადევნებოდნენ,დასწეოდნენ და იგი უკანვე მოებრუნებინათ,რათა ჯარისკაცს საკუთარი თვალით ეხილა და დარწმუნებულიყო,იმაში,რომ მისი წერილი ნამდვილად სამშობლოში მყოფ ოჯახში იგზავნებოდა.
ეს ერთი პატარა ისტორია,ალბათ თვალნათლივ წარმოგვიდგენს გენიალური ინგლისელი ადმირალის – ჰორაციო ნელსონის გასაოცარ თვისებებს,რის გამოც ასე აღმერთებს დღემდე ინგლისელი ერი. (ავტორი გენია.ჯი)