ეკატერინე მედიჩი – “ეპიზოდი”
საფრანგეთის დედოფალი,რეგენტი და “ბართლომეს ღამის” ამაზრზენი მოვლენების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი – ეკატერინე მედიჩი (1519-1589 წლები),სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ერთობ ხშირად ავადმყოფობდა,რის გამოც ყოველ დღე სიკვდილს ელოდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ მიიღო გადაწყვეტილება პირადად შეხვედროდა საყოველთაოდ ცნობილ ფრანგ ექიმს,ალქიმიკოსს,ექიმსა და წინასწარმეტყველს – მიშელ დე ნოტრდამს (იგივე – ნოსტრადამუსს) და მისგან გაეგო თავისი აღსასრულის დრო:
” – როდის გარდავიცვლები? – ჰკითხა ეკატერინემ.
- მაშინ,როდესაც “სენ-ჟერმენს” იხილავთ, – უპასუხა ნოსტრადამუსმა”.
მას შემდეგ,ეკატერინე მედიჩს აღარასოდეს დაუდგამს ფეხი “სენ-ჟერმენის” სამეფო სასახლეში,თუმცა ამას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია.ეკატერინე მედიჩის ავადმყოფობა პროგრესირებდა,რის გამოც მასთან ერთი მეტად სახელგანთქმული უცხოელი ექიმი მიიყვანეს.დედოფალმა ახლად გაცნობილ ექიმს სახელი ჰკითხა.საინტერესოა ის გარემოება,რომ მისდა სავალალოდ და “ბედის ირონიით”,ექიმის სახელი სწორედ ნოსტრადამუსის მიერ ნაწინასწარმეტყველები სახელი – “სენ-ჟერმენი” გახლდათ.ამ სახელმა დედოფალზე იმდენად უარყოფითად იმოქმედა,რომ მედიჩს ინფარქტი განუვითარდა და 1589 წლის 5 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი)