ემილ ფრანსუა ზოლა – “ეპიზოდი”

მას შემდეგ,რაც გენიალური ფრანგი მწერლის,პუბლიცისტისა და ნატურალიზმის ლიტერატურული მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ემილ ფრანსუა ზოლას (1840-1902 წლები) მიერ დაწერილმა ერთ-ერთმა პიესამ მკითხველის მოწონება ვერ დაიმსახურა და სრული კრახი განიცადა,განაწყენებულმა ფრანგმა ლიტერატორმა მიიღო გადაწყვიტილება,საკუთარ სახლში ვახშამი გაემართა მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ცნობილი ფრანგი ლიტერატორებისათვის,რომელთა ნაწარმოებებსაც თავის დროზე ანალოგიური წარუმატებლობები ხვდათ წილად.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ზოლას მიერ მოწყობილ ამ უცნაურ ვახშამს ესწრებოდნენ ისეთი გენიალური ფრანგი ლიტერატორები,როგორებიც გახლდნენ – გუსტავ ფლობერი,გი დე მოპასანი,ალფონს დოდე,ედმონ გონკური და სხვები.სპეციალისტები ირონიულად შენიშნავდნენ,რომ ემილ ფრანსუა ზოლას მიერ გამართულ ვახშამს ასევე დაამშვენებდნენ – რიხარდ ვაგნერი,ანტონ ჩეხოვი,ჟორჟ ბიზე,იოჰან სებასტიან ბახი,მოცარტი,ედუარ მანე და ასე შემდეგ,რომელთა რიგ ქმნილებებსაც ემილ ზოლას პიესის მსგავსად დიდი წარუმატებლობები ხვდათ წილად. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. ლირიური გადახვევა: საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები არასოდეს ყოფილან ისეთი ფრანგი გენიოსები,როგორებიც იყვნენ – რენე დეკარტი,ბლეზ პასკალი,მოლიერი,ბომარშე,პოლ სეზანი,ედგარ დეგა,მარსელ პრუსტი და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>