ცნობილი მევალეები…

სამწუხაროდ,ვალი – არა მარტო რიგითი ადამიანების პრობლემა,არამედ მრავალი ისეთი სახელოვანი ადამიანის პრობლემაც ყოფილა,რომელთა შემოქმედებამ და მოღვაწეობამაც კაცობრიობას უდიდესი სამსახური გაუწია.მაგალითად,გენიალურმა ესპანელმა მწერალმა – მიგელ დე სერვანტეს საავედრამ,გადაუხდელი ვალების გამო რამდენიმე წელიწადი ციხეშიც კი გაატარა; ვალებში ჩაფლული დიდი ფრანგი მწერალი – ონორე დე ბალზაკი იშვიათად აღებდა კარებს,რადგან ეშინოდა,რომ იქ მისი კრედიტორები იდგნენ, და ასე გრძელდებოდა მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში.სწორედ ამიტომ დამკვიდრდა საფრანგეთში ერთი ფრთიანი ფრაზა: “ბალზაკსა და პარიზს ფული არასდროს გააჩნდათო”; (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის რომ შესანიშნავ ამერიკელ მწერალს – მარკ ტვენს ვალები გაესტუმრებინა,იძულებული იყო ექვსი წლის მანძილზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ლექციები წაეკითხა და მათგან გამომუშავებული ჰონორარებით ისინი დაეფარა; გენიალური რუსი მწერალი – თედორე დოსტოევსკი,წინასწარ იღებდა ავანსებს ჯერ კიდევ დაუწერელი ნაწარმოებისათვის და ამის უმთავრესი მიზეზიც მისი მრავალრიცხოვანები ვალები იყო; აშშ-ის რიგით 18-ე პრეზიდენტს – ულის სიმპსონ გრანტს,თავისი ვალების გასასტუმრებლად,საკუთარი სახლის,ფერმებისა და სამხედრო ჯილდოების გაყიდვაც კი დასჭირდა.კიბოს უმძიმესი დაავადების მქონე და სიკვდილის სარეცელთან მყოფი გრანტი,აბსოლუტურად გაბანკროტებული იყო,რის გამოც იძულებული გახდა საკუთარი მეუღლის – ჯულია ბოგს დენტ-გრანტის დახმარებით “მემუარები”  დაეწერა (აღნიშნული მემუარები გრანტის კარნახით ჯულიამ,მეუღლის გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე დაასრულა); აშშ-ის ლეგენდარული პრეზიდენტის – აბრაამ ლინკოლნის ქვრივს – მერი ენ ტოდ ლინკოლნს,თავისი მეუღლის ვალების გასასტუმრებლად,არა მარტო ძვირფასეულობებისა და ძვირადღირებული ქურქების გაყიდვა,არამედ აწ გარდაცვლილი მეუღლის პერანგების გაყიდვაც კი დასჭირდა; ინგლისის,ირლანდიისა და შოტლანდიის მეფეს – ჩარლზ II სტიუარტს ვალების დასაფარავად,თანამედროვე პენსილვანიის შტატის შემადგენლობაში მყოფი მიწების 15 000 ფუნტ-სტერლინგად გაყიდვა მოუწია; ახალი რუსული ლიტერატურის ფუძემდებლის – ალექსანდრე პუშკინის ვალების გასტუმრება კი,თავად რუსეთის იმპერატორმა – ალექსანდრე II-მ აიღო საკუთარ თავზე. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>