საშინელი აღნაგობა სიყვარულსა და ნიჭს დაბრკოლებას არ უქმნის…

როგორც ამბობენ,გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსები – პლატონი და სოკრატე დიდი სილამაზით არ გამოირჩეოდნენ,ისევე,როგორც მიქელანჯელო ბუონაროტი და იმანუელ კანტი,ვოლტერი და ნიკოლო პაგანინი.ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ მეიგავეს – ეზოპეს კი,საერთოდ – ფენომენალური სიმახინჯით გამორჩეულადაც მოიხსენიებენ.დიდი ფრანგული რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი – მაქსიმილიან რობერსპიერი ძალიან დაბალი სიმაღლის ყოფილა.იგი ერთობ მოუსვენარი პიროვნება გახლდათ და მუდმივად ატოკებდა მხრებს; დიდი ფრანგი მწერალი და “შაგრენის ტყავის” ავტორი – ონორე დე ბალზაკი,ჯმუხი გამომეტყველების მქონე ლიტერატორი იყო,რომელიც ნაკლებ ყურადღებას უთმობდა კბილების მოვლას,რის გამოც მას კბილები საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა.

მიუხედავად ამისა,ზემოაღნიშნულ პიროვნებებს ქალთა სქესის წარმომადგენლები მაინც უდიდესი პატივითა და სიყვარულით ეპყრობოდნენ და მათი ყურადღებით ისევე განებივრებული იყვნენ,როგორც საყოველთაოდ ცნობილი ქალების გულთამპყრობელი იტალიელი მწერალი და ავანტურისტი – ჯაკომო ჯოვანი კაზანოვა,რომელიც მიუხედავად ცუდი იერ-სახისა,მართლაც რომ შესანიშნავი ფიზიკური აღნაგობით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი)

ასევე ცნობილია ისიც,რომ ერთობ არასასიამოვნო შესახედაობისა და აღნაგობის მქონე ყოფილა გამოჩენილი ინგლისელი პოეტი და ბრიტანული კლასიციზმის უდიდესი წარმომადგენელი – ალექსანდრე პოუპი (1688-1744 წლები),რომელიც თავის მხრივ მრავალი მკითხველის საყვარელი ავტორი იყო.პოუპის შემოქმედების ერთ-ერთმა უცნობმა თაყვანისმცემელმა ქალმა,ალექსანდრეს გაცნობა პირადად მოინდომა და როდესაც მასთან ოთახში შევიდა,მოულოდნელად ოთახიდან საშინელი ყვირილით გამოვარდა: “იქ,ოთახში უზარმაზარი მაიმუნია!” საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ალექსანდრე პუშკინსაც მისი ზოგიერთი თანამედროვეები,თავისი ფიზიკური მონაცემების გამო ხშირად ადარებდნენ – მაიმუნს.აშშ-ის ლეგენდარული პრეზიდენტის – აბრაამ ლინკოლნის სახეს კი – “ნაჯახით მოჩუქურთმებულს” ადარებდნენ.

მიუხედავად იმისა,რომ ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებები ფიზიკურად არც თუ ისე სასიამოვნო გარეგნობით გამოირჩეოდნენ,მათ განუმეორებელი წვლილი დაიდეს ფილოსოფიის,ლიტერატურის,სახვითი ხელოვნების,პოეზიისა და პოლიტიკის განვითარებაში.ასე,რომ: “იყოთ ულამაზო,სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ხართ – უნიჭო”, – და პირიქით: “იყოთ ლამაზი,სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ხართ – ნიჭიერი”. (ავტორი გენია.ჯი)

პლატონი

სოკრატე

ეზოპე

ონორე დე ბალზაკი

ჯაკომო ჯოვანი კაზანოვა

ალექსანდრე პოპი

ალექსანდრე პუშკინი

აბრაამ ლინკოლნი

მიქელანჯელო ბუონაროტი

იმანუელ კანტი

ვოლტერი

ნიკოლო პაგანინი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>