სალაკი – (გველისებრი ხე)
სალაკი – წარმოადგენს ერთლებნიან ხისებრ მარადმწვანე ხილისებრთა ეგზოტიკურ მცენარეს პალმისებრთა ოჯახისა.მისი გავრცელების უმთავრესი არეალებია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია.მათ შორის მალაიზია,ინდონეზია და ტაილანდი.მიუხედავად იმისა,რომ მალაიზიასა და ინდონეზიაში – სალაკის ნაყოფის დიდი პოპულარობისა,სხვა ქვეყნებში იგი მაინც იშვიათად გვხვდება. (ავტორი გენია.ჯი) სალაკი – ლათინური ენიდან თარგმანით – “გველისებრი ხილს” აღნიშნავს.გარდა ამისა,მას ტაილანდში მოიხსენიებენ,როგორც – “სალა”,მალაიზიასა და ტაილანდში კი როგორც – “სალაკი”.ამ ეგზოტიკური ხილის ხის სიმაღლე 2 მეტრამდეა და გაოირჩევა ნასკვიანი და მოკლე ხის ტანის ლულით.გააჩნიათ 3-დან 7 მეტრამდე სიგრძის ფოთლები,რომელთა გარკვეული ნაწილებიც დაფარულნი არიან ეკლებით.ფოთლების ზედა მხარე მწვანე ფერისაა,ხოლო ქვედა კი მოთეთრო.სალაკის ხილის ნაყოფი ოვალური (მსხლისებრი) ფორმის გახლავთ და მათი დიამეტრი 3 – 4 სანტიმეტრია.თითოეული ნაყოფის წონა საშუალოდ 50 – 100 გრამამდე მერყეობს და შეიცავენ ადვილად ხსნად ყავისფერ გარსს,რომელიც თავის მხრივ ძალიან ჩამოჰგავს გველის ხორკლიან ტყავს (სწორედ აქედან წარმოსდგება მისი სახელწოდებაც).შიგგარსი ბეჟი ფერისაა და ერთი ან რამდენიმე სეგმენტისაგან შედგება.ნაყოფის გემო ანანასისა და ბანანის ნაყოფების გემოს ჩამოჰგავს,რის გამოც ერთობ სასიამოვნო ეგზოტიკურ ხილად მიიჩნევა.მას მიირთმევენ,როგორც უმი სახით,ასევე სალაკის ხილისაგან ამზადებენ კომპოტებს,ჯემებსა და სალათებსაც კი. (ავტორი გენია.ჯი)