სოფი ლორენი – “ეპიზოდი”
სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული,თეატრისა და კინოს იტალიელი ვარსკვლავი მსახიობი ქალი – სოფი ლორენი (ნამდვილი სახელი და გვარი – სოფია ვილანი შიკოლონე), 2000 წელს მეგობარ ქალთან ერთად ნიუ-იორკში ჩაფრინდა.როგორც ცნობილია,ლორენს გულის დაავადება აწუხებდა,რის გამოც მას გზაში ურთულესი არითმიული შეტევა განუვითარდა და კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში აღმოჩნდა.სოფის მეგობარმა ქალმა უმალვე სასწრაფო დახმარება გამოიძახა და იგი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი,რის შემდეგაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.
მას შემდეგ,რაც აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა სოფი ლორენის მეუღლის,იტალიელი კინოპროდიუსერის – კარლო პონტისატვის,მიუხედავად თავისი ხანდაზმული ასაკისა (80 წლის გახლდათ),უმალვე თავის ვაჟებთან – ედოარდოსთან და კარლო პონტი-უმცროსთან ერთად ნიუ-იორკში გადაფრინდა. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ ლორენისა და პონტის წყვილს იმ პერიოდში ერთად თანაცხოვრების 50 წლიანი შესანიშნავი ისტორია გააჩნდათ.მიუხედავად იმისა,რომ კარლო პონტი სოფიზე 20 წლით უფროსი და 20 სანტიმეტრით დაბალი იყო,მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობა მაინც იდეალური იყო.შესაძლებელია ითქვას,რომ კარლო პონტი ლორენისათვის ნამდვილ “მფარველ ანგელოზად” იქცა,რადგან სწორედ მის სახელთან ასოცირდებოდა სოფი ლორენის კინოვარსკვლავად ჩამოყალიბება.გარდა ამისა,კარლო გახლდათ ის ადამიანი,რომელიც არც ერთ გასაჭირში არ ტოვებდა და მუდმივად გვერდში ედგა მას.ცნობილია ისიც,რომ თავისი სამსახიობო კარიერის დასაწყისში,იტალიის “მის ელეგანტურობად” აღიარებულ სოფი ლორენს რამდენიმე კინორეჟისორმა თავიანთ ფილმებში მონაწილეობაზე უარი იმ მოტივით უთხრეს,რომ მას “ზედმეტად სავსე ტუჩები და ზედმეტად გრძელი ცხვირი ჰქონდა”.ამის გამო,კარლო პონტიმ ლორენს პლასტიკური ოპერაციის ჩატარება შესთავაზა,თუმცა საყვარელი ქალბატონისაგან სასტიკი უარი მიიღო.
კარლოსა და მისი ვაჟიშვილების ნიუ-იორკში ჩასვლიდან რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ,საბედნიეროდ,სოფი ლორენი გონზე მოვიდა და როდესაც მასთან შორიახლოს მყოფი ქმარ-შვილი დაინახა,აღფრთოვანდა და მათ ამ სიტყვებით მიმართა: “მე თქვენმა უდიდესმა სიყვარულმა გადამარჩინა!” (ავტორი გენია.ჯი)
კარლო პონტი და სოფი ლორენი