ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი – “ეპიზოდი”

ვიქტორიანული ერისა და ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგლისელი მწერალი - ჩარლზ ჯონ ჰუფემ დიკენსი (1812-1870 წლები),თევზაობის დიდი მოყვარული ლიტერატორი გახლდათ და ხშირადაც დადიოდა სათევზაოდ.ერთ დღეს,მდინარე ტემზის სანაპიროსთან მოთევზავე დიკენსთან ახალგაზრდა უცნობი მამაკაცი მივიდა და ტრადიციული შეკითხვა დაუსვა:

- როგორ არის საქმე,დაიჭირეთ რამე?

- არა,ეს-ესაა მოვედი და ჯერ არაფერი დამიჭერია, – მეგობრულად უპასუხა დიკენსმა და იქვე დაამატა: – თუმცა,გუშინ ამ ადგილას 15 კალმახი დავიჭირე!

- ესე იგი 15 კალმახი?!

- დიახ, 15 კალმახი, – უპასუხა ჩარლზმა.

- თქვენ იცით მე ვინ ვარ? მე ადგილობრივი ბუნების დაცვის ინსპექტორი ვარ და მინდა გაცნობოთ,რომ აქ თევზაობა კანონით არის აკრძალული, – წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები,ჯიბიდან კვიტანციის ფურცლები ამოიღო და ჯარიმის გამოწერა დააპირა,რა დროსაც იგი ჩარლზმა შემდეგი სიტყვებით შეაჩერა:

- თქვენ თუ იცით მე ვინა ვარ? მე საყოველთაოდ ცნობილი მწერალი და რომანისტი ჩარლზ დიკენსი ვარ.ვფიქრობ,რომ,იმის გამო,რაც წეღან გითხარით არ დამაჯარიმებთ,რადგან ის ჩემი პროფესიონალური,ველური ლიტერატურული ფანტაზიის ნაყოფი გახლდათ.

- არ დაგაჯარიმებთ,რა თქმა უნდა, – უპასუხა დაბნეულმა ინსპექტორმა ჩარლზს და იქაურობა უმალვე დატოვა. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>