ეკატერინე II – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც რუსეთის იმპერატორს ეკატერინე II დიდს (1729-1796 წლები) თავისი უსაყვარლესი ძაღლი,სახელად – “ტომპსონი” მოუკვდა,გადაწყვიტა,რომ მისთვის ტყავი გაეძროთ და საყვარელი ცხოველის ტყავისაგან ფიტული დაემზადებინათ.აღნიშნული საქმის მოგვარება,დედოფალმა გრაფ ბრიუსს დაავალა.ბრიუსი თავის მრივ ფიტულების დამზადების ერთ-ერთ საუკეთესო ოსტატს – ნიკიტა რილეევს დაუკავშირდა და ამცნო კიდეც დედოფლის ნება.თუმცა,აქვეა გასათვალისწინებელი ის,რომ გრაფ ბრიუსს რილეევისათვის არ დაუკონკრეტებია,მას ძაღლის ტყავისაგან უნდა დაემზადებინა ფიტული თუ ადამიანის ტყავისაგან.ოსტატმა საერთოდ არ უწყოდა,რომ რუსეთის იმპერიის დედოფალს ძაღლი,სახელად – “ტომპსონი” ჰყავდა და შესაბამისად,არც ის უწყოდა,რომ სწორედ მისი ტყავისაგან უნდა დაემზადებინა ფიტული.განათლებასთან და შეგნებასთან მწყრალად მყოფმა ნიკიტამ იფიქრა,რომ ეკატერინეს ერთ-ერთი რუსი მთავრის,გვარად ტომპსონის სიკვდილით დასჯა და შემდგომ კი მისი ტყავისაგან დამზადებული ფიტულის დამზადება ეწადა.ავის მაუწყებელი გზირი თავადის სასახლისაკენ დაიძრა.მას შემდეგ,რაც რილეევმა ტომპსონს დედოფლის ნება გააცნო,გაოგნებული,ელდანაცემი და შიშით დაზაფრული თავადი სასწრაფოდ ეკატერინეს სასახლისაკენ გაემართა,რათა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება და პატიება ეთხოვა,თუმცა,მისდა სამწუხაროდ,მან ეკატერინეს სასახლეს ვერ მიაღწია,რადგან მიღებული ცნობისაგან გამოწვეული შიშით გზაში გული გაუსკდა და გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)