ჰენრი VII – “ეპიზოდი”
პირველმა ტიუდორმა მეფემ ინგლისის სამეფოს ტახტზე ჰენრი VII-მ (1457-1509 წლები),ხანდაზმულ ასაკში გადაწყვიტა დაქორწინებულიყო ნეაპოლის ახალგაზრდა და ულამაზეს დედოფალზე.იმისათვის,რომ სადედოფლოს გასაოცარი სილამაზის შესახებ არსებული ხმები დადასტურებულიყო,მან ინგლისიდან ნეაპოლში სპეციალური ელჩებიც კი მიავლინა.მათი ერთადერთი მიზანი ნეაპოლის დედოფლის შესახებ არსებული ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა იყო.ნეაპოლის სამეფოდან ჰენრი VII-ს წარგზავნილი ელჩებისაგან,რამდენიმე თვეში შემდეგი სახის შეტყობინება მიუვიდა:
“თქვენო უდიდებულესობავ! ნეაპოლის დედოფალი მართლაც გასაოცარი სილამაზისაა,რის გამოც იგი კოსმეტიკით არ სარგებლობს.აქვს ულამაზესი ხელები,გრძელი თითები და კისერი,გრილი სუნთქვა,უბადლო ტან-ფეხი და მკერდი.თუმცა,როგორც წესი,ბუნებაში არ არსებობენ იდეალური ქალები და ასევეა დედოფლის შემთხვევაშიც,რადგან მას შემდეგ,რაც გაიგო,რომ თქვენ მისი ცოლად შერთვა გსურდათ,ხელები თავში წაიშინა და განაცხადა,რომ არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდება თქვენს უდიდებულესობაზე!” (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ნეაპოლის დედოფლის კატეგორიულ უარამდე,პარანოიკი ჰენრი VII დაქორწინებული გახლდათ ელისაბედ იორკელზე,რომელთანაც თანაცხოვრებაში შვიდი შვილი ეყოლა.