ფერენც (ფრანც) ლისტი – “ეპიზოდი”
XIX საუკუნის გენიალური უნგრელი კომპოზიტორი,დირიჟორი და პიანისტი – ფერენც (ფრანც) ლისტი (1811-1886 წლები),რუსეთის იმპერიის დედაქალაქ სანკტ-პეტერბურგს ეწვია.მის ერთ-ერთ კონცერტს რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I რომანოვიც დაესწრო.კონცერტის მიმდინარეობისას დარბაზში ლისტის მიერ ზეშთაგონებული ოსტატობით შესრულებული მუსიკალური პიესის ჰანგები გაისმოდა.სწორედ ამ დროს,ნიკოლოზ I-თან თავისი ადიუტანტი მივიდა და თაყვანისცემის შემდეგ ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.იმავე წამს,იმპერატორმა,თავისი მჭექარე ხმით ადგილზევე დაიწყო ამა თუ იმ ბრძანების გაცემა.ფერენ ლისტმა დაკვრა შეწყვიტა და იმპერატორისაკენ შემობრუნდა.
- რაშია საქმე? რატომ შეწყვიტეთ დაკვრა? – ჰკითხა ნიკოლოზმა ლისტს და ხელების ნერვული მოძრაობით ანიშნა,რომ დაკვრა გაეგრძელებინა.
- როდესაც მეფე ლაპარაკობს,ყველა ვალდებულია მას მოუსმინოს,თქვენო უდიდებულესობავ,- თავაზიანად,თუმცა გაბედულად უპასუხა ფრენცმა.
როგორც ჩანს,ნიკოლოზ I ლისტის პასუხმა ძალიან გააღიზია,თუმცა მთელი კონცერტი მაინც სრული მდუმარებით მოისმინა.როგორც კი კონცერტი დასრულდა,ლისტთან პოლიცმეისტერი მივიდა და იმპერატორის ნება გააცნო,რომლის თანახმადაც მას რუსეთის იმპერიის ტერიტორია 24 საათში უნდა დაეტოვებინა და აღარასოდეს უნდა სწვეოდა რუსეთის იმპერიის დედაქალაქს. (ავტორი გენია.ჯი)