თამაზ ჭილაძე – “ისევ ისეთი დავრჩი ბოლომდის”

ისევ ისეთი დავრჩი ბოლომდის -

მგზავრი არსაით მიმავალ გზისა,

ერთგულ მცველივით შევაბერდი

თითქოს მოლოდინს

უკეთეს დღეთა -

სიხარულს სხვისას.

* * *

ვერ შევეგუე და ვერ მოვერგე

ჩემივე იღბლის მადლსა და რისხვას,

ისევ იმედით ვხვდები ყოველდღე

ბრმა ბედისწერის სუსხიან სისხამს.

* * *

ისევ ისეთი დავრჩი ბოლომდის -

მგზავრი არსაით მიმავალ გზისა.

კომენტარის დატოვება