ფრანსისკო გოია – “სატურნი ჭამს თავის შვილს”
“სატურნი ჭამს თავის შვილს” – წარმოადგენს გენიალური ესპანელი ფერმწერის,გრავიორისა და სახვით ხელოვნებაში რომანტიზმის ეპოქის თვალსაჩინო წარმომადგენლის - ფრანსისკო ხოსე დე გოია-ი-ლუსიენტესის (1746-1828 წლები) მიერ დახატულ სულისშემძვრელი ემოციების შემცველ დიდებულ სურათს.აღნიშნულ ტილოზე მუშაობა მხატვარმა 1819 წელს დაიწყო 1823 წელს დაასრულა.სურათი დახატული იქნა ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენების საშუალებით.მისი სიმაღლე 146 სანტიმეტრი,ხოლო სიგანე კი 83 სანტიმეტრია.
1819 წელს გოიამ მადრიდთან ახლოს,მდინარე მანსანარესთან შეიძინა ორსართულიანი სახლი,რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იმთავითვე უწოდებდა – “ყრუს ვილას”,რადგან მისი ყოფილი მფლობელი სმენადაკარგული ადამიანი გახლდათ.თუმცა,საინტერესოა ის გარემოება,რომ გოიას მიერ სახლის შესყიდვიდან რამდენიმე ხანში,უმძიმესი ავადმყოფობის შედეგად, 1792 წელს სახლის ახალი მყიდველმაც დაკარგა სმენა.შესაბამისად,გოიას მიერ შეძენილ სახლს კვლავაც ძველი სახელწოდებით მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ სახლში შექმნა ფრანსისკომ თავისი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოსილი ტილო – “სატურნი ჭამს თავის შვილს”,რომლის სიუჟეტიც დაფუძნებული გახლდათ ძველბერძნულ მითოლოგიაზე.მასზე გამოსახულია ძველბერძნული მითოლოგიის პირველი თაობის დიდი ღმერთი (ოლიმპოს ღმერთების წინანდელი თაობა) – კრონოსი (მოგვიანებით მისი როლი ამაღლდა,როგორც სატურნისა),რომელმაც წინასწარმეტყველების თანამად დაადგინა,რომ მას ერთ-ერთი საკუთარი შვილი მოკლავდა.კლასიკური მითოლოგიის თანახმად,ღვიძლი დის – რეას ცოლად შემრთავმა,შეშლილმა და პატივმოყვარეობისაგან დაბრმავებულმა კრონოსმა,იმისათვის,რომ რომელიმე შვილის ხელით არ მომკვდარიყო,თავისი ყველა შვილის შეჭმა გადაწყვიტა,რაც აღასრულა კიდეც.გოიას სურათზე კი ასახულია ეპიზოდი,სადაც კრონოსი ერთ-ერთ შვილს ჭამს.ანალოგიური ჟანრის სურათი ასევე დახატული აქვს გენიალურ ფლამანდიელ მხატვარს – პიტერ პაულ რუბენსსაც. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,მის მიერ დახატულ სურათზე სატურნი (კრონოსი) თავის თავში დარწმუნებული,ბევრად უფრო ცივსისხლიანი და რეალისტური სახით არის წარმოდგენილი, და ეს მაშინ,როდესაც ფრანსისკომ კრონოსი წარმოგვიდგინა სხეულის პროპორციების არარეალური და შეშლილი მონსტრის სახით.
თავდაპირველად,გოიას სურათი – “სატურნი ჭამს თავის შვილს”,წარმოდგენილი გახლდათ თავად ავტორის სახლში. 1878 წელს ცნობილი ფრანგი ბანკირის – ფრედერიკ ემილ დ’ერლანგერის დიდი მონდომების შედეგად,იგი გამოფენილი იქნა პარიზში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე ტროკადეროს სასახლეში.მიუხედავად იმისა,რომ ტილო იყიდებოდა,მის მიმართ ინტერესი არავის არ გამოუჩენია და შესაბამისად არც გაყიდულა,რის შემდეგაც 1881 წელს ფრანსისკო გოიას მიერ შექმნილი შედევრი-სურათი – “სატურნი ჭამს თავის შვილს”,საჩუქრად გადაეცა მადრიდში განთავსებულ პრადოს ეროვნულ მუზეუმს,სადაც დღემდეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)
პიტერ პაულ რუბენსი – “სატურნი ჭამს თავის შვილებს”