ქროუს ინდიელი ხალხი – “ეპიზოდი”
მდინარე იელოუსტოუნის ხეობაში (აშშ) მაცხოვრებელ – ქროუს ინდიელ ხალხში,რომლებიც თავიანთ თავს – “აბსაროკათი” მოიხსენიებენ,ადრეულ ეტაპებზე ერთი მეტად საინტერესო ტრადიცია იყო დამკვიდრებული.კერძოდ,აღნიშნული ტომის ბელადობა თუკი ტომის რომელიმე წევრს მოესურვებოდა,ამისათვის მას აუცილებლად უნდა დაეკმაყოფილებინა ოთხი უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო წინაპირობა: თავისი დაუძინებელი მტრისათვის მიეღწია მსხვერპლის გარეშე; მტრისთვის მოეპარა ცხენი; ხელში ჩაეგდო მტრის საბრძოლო აღჭურვილობა და ჩაეტარებინა წარმატებული სამხედრო ოპერაცია. (ავტორი გენია.ჯი) ქროუს ხალხის უკანასკნელი წარმომადგენელი,რომელმაც ზემოაღნიშნული ოთხივე სავალდებულო წინაპირობა შეასრულა,გახლდათ 1913 წელს დაბადებული – ჯო მედისინ ქროუ (მეტსახელად – “მაგიური ყვავი”).მან მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში,რა დროსაც ამერიკული არმიის სადაზვერვო დივიზიაში იმსახურა.მეორე ფრონტის გახსნის შემდეგ,ბრძოლაში ჩართულ ჯოს სხეული მუდმივად სამხედრო ტატუებით ჰქონდა შემკობილი,თავზე ატარებდა ტრადიციულ არწივის ფრთებს,თუმცა ყოველივე ამათ მისი სამხედრო უნიფორმა და ჩაფხუტი მალავდა.სწორედ ამ პერიოდში მოახერხა ქროუმ თავის ხალხში ბელადობისათვის აუცილებელი პირობების შესრულება.როგორც რიგი წყაროები ირწმუნებიან,ინდიელი მებრძოლი არაერთხელ შეიპარა გერმანელი ფაშისტების რიგებში და მათ ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე მოპარა,როგორც ცხენები,ასევე სამხედრო აღჭურვილობაც.ცნობისათვის,მოგვიანებით,ჯო მიდისინ ქროუ დიდი პატივით მიიღო თეთრ სახლში აშშ-ის დღევანდელმა პრეზიდენტმა – ბარაკ ჰუსეინ ობამამ და “თავისუფლების საპრეზიდენტო მედლითაც” დააჯილდოვა. (ავტორი გენია.ჯი)
ჯო მიდისინ ქროუ და ბარაკ ჰუსეინ ობამა