ბოროროს ინდიელი ხალხი – “ეპიზოდი”
ბრაზილიის შტატ მატუ-გროსუსა და ბოლივიაში მაცხოვრებელი – ბოროროს ინდიელი ხალხი,რომლებიც საკუთარ თავს “ორარიმუგუდოგე”-ს უწოდებენ,ევროპელებთან კონტაქტში პირველად XVIII საუკუნეში შევიდნენ.მიუხედავად იმისა,რომ მას შემდეგ ისინი ქრისტიანებად მოექცნენ,თავიანთი ძველი ტრადიციული რწმენისათვის მაინც არ უღალატიათ. XX საუკუნეში ბოროროს ინდიელმა ხალხმა ასიმილაცია განიცადა,რამაც ისინი ორ – დასავლურ და აღმოსავლურ ჯგუფებად დაჰყო.დღეისათვის ბრაზილიაში ბოროროს ხალხის სულ რაღაც 1000-მდე წარმომადგენელი ცხოვრობს,ხოლო ბოლივიაში კი 2000.შესაბამისად მათი საერთო რაოდენობა 3000-ს არ აღემატება.აღნიშნულ ხალხზე თქვენი ყურადღება იმიტომ გავამახვილე,რომ ისინი სხვა ხალხებისაგან განსხვავებით,ერთობ უნიკალური განსაკუთრებულობით გამოირჩევიან.კერძოდ,ბოროროს ხალხის თითოეულ წარმომადგენელს ერთი და იგივე ჯგუფის (პირველი) სისხლი აქვთ.სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა,რომ მათ დონორების მოძიება სხვაგან არ სჭირდებათ და საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს დიდსულოვნად უწევენ დონორის ფუნქციებს. (ავტორი გენია.ჯი)