“ოქრო სამშობლოსათვის”
1935 წლის 3 ოქტომბერს ბენიტო ამილკარე მუსოლინის დაქვემდებარებაში მყოფი იტალიური ჯარები ომის გამოუცხადებლად შეიჭრნენ ეთიოპიის ტერიტორიაზე.იტალიურმა ავიაციამ საჰაერო დაბომბვა განახორციელა ეთიოპიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ადუის,რასაც უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა მოჰყვა.იტალიის სახმელეთო ჯარების სარდალმა – ემილიო დე ბონომ კი ერითრეას ნხრიდან ეთიოპიის საზღვარი გადალახა და ქალაქები – ადი-გრატი,აქსუმი და ადუა დაიკავა.იტალიელთა აღნიშნულ ქმედებებს “ერთა ლიგის” მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მას უმკაცრესი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.”ერთა ლიგის” ინიციატივით აიკრძალა იტალიიდან ყოველგვარი სახისა და სტრატეგიული დანიშნულების მქონე საქონლის ექსპორტ-იმპორტი. (ავტორი გენია.ჯი) საინტერესოა ის გარემოება,რომ დაწესებულმა სანქციებმა იტალიელი ხალხს პატრიოტული სულისკვეთება გაუღვივა და ერთ მუჭად შეჰკრა.შესაბამისად,იტალიელთა უდიდესი ნაწილი,”ერთა ლიგის” მიერ შემოღებულმა სანქციებმა,ძალაუნებურად,მუსოლინის ფაშისტური რეჟიმის მხარდამჭერებადაც კი აქცია.აღნიშნული მოვლენის კულმინაცია გახლდათ ეგრეთ წოდებული კამპანია – “ოქრო სამშობლოსათვის”.რომისა და იტალიის სხვა ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე გაიხსნა ოქროს ჩაბარების სპეციალური პუნქტები,სადაც პატრიოტული სულისკვეთებით გაჟღენთილ იტალიელ მოქალაქეებს მიჰქონდათ კუთვნილი ძვირფასეულობა და უანგაროდ სწირავდნენ სამშობლოს.იმ შემთხვევაში,თუკი მოქალაქის მიერ სამშობლოსათვის გაღებულ ძვირფასეულობაში ოქროს საქორწინო ბეჭედი იქნებოდა,მას “სამაგიეროდ” – რკინის საქორწინო ბეჭედს აძლევდნენ.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ასეთ პუნქტებში მოქალაქეები მასობრივად მიდიოდნენ,რის გამოც ხშირად რიგებიც კი იქმნებოდა.იტალიური ფაშიზმის ფუძემდებელმა და ქვეყნის ხელმძღვანელმა - ბენიტო ამილკარე მუსოლინიმ და მისმა ოჯახმა,ისევე,როგორც სხვა მრავალმა იტალიელმა,მთელი თავიანთი ძვირფასეულობა საჯაროდ შესწირა სამშობლოს.დიდმა იტალიელმა დრამატურგმა და მწერალმა – ლუიჯი პირანდელომ კი,სულაც “ნობელის პრემია” გაიღო ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. დუჩემ (მუსოლინიმ),”ერთა ლიგის” მიერ იტალიისათვის დაკისრებული სანქციების შესახებ შემდეგი სახის განცხადება გაავრცელა: “ის ეკონომიკური სანქციები,რომლებიც “ერთა ლიგამ” დაგვიწესა,შესაძლებელია იტალიელი ხალხისათვის სასარგებლოც კი აღმოჩნდეს,რადგან ჩვენ დღეს საბოლოოდ აღმოვაჩინეთ,რომ მიუხედავად უმკაცრესი სანქციებისა,ბევრად უფრო მეტი ყველი გვქონია,ვიდრე გვეგონა რომ გვქონდა”. (ავტორი გენია.ჯი)
“ოქრო სამშობლოსათვის” კამპანიის ფარგლებში გახსნილი ძვირფასეულობის ჩასაბარებელი ერთ-ერთი პუნქტი
ბენიტო ამილკარე მუსოლინი საჯაროდ სწირავს თავისი ოჯახის ძვირფასეულობას