ჯონი დილინჯერი – “ეპიზოდი”
ჯონი დილინჯერი (1903-1934 წლები) – წარმოადგენდა იმ საყოველთაოდ ცნობილ ამერიკელ ბანკების მძარცველს,რომელსაც აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBR) – “საზოგადოების N1 მტრის” კლასიფიკაცია მიანიჭა.1930-იან წლებში დილინჯერმა არა მარტო 20-მდე ბანკი,არამედ ოთხი საპოლიციო განყოფილებაც გაძარცვა.ამავე დროს,მან ორჯერ მოახერხა ციხიდან გაქცევაც.ჯონი დილინჯერისა და მისი ბანდის მოქმედებიბის მიმართ არასოდეს განელებულა იმ პერიოდის ამერიკული პრესის ყურადღება,რამაც იგი ისეთი “პოპულარული” და ცნობილი მძარცველების გვერდითაც კი დააყენა,როგორებიც გახლდნენ – ბონი და კლაიდი და ლესტერ ჯოზეფ გილისი. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,დილინჯერის შესახებ მრავალი მითი თუ რეალური ისტორია ვრცელდებოდა საზოგადოებაში. 1934 წლის 22 ივლისს ფედერალური საგამოძიებო ბიურო ჯონის კვალზე გავიდა და მას ჩასაფრება მოუწყო.იგი პოლიციას არ ჩაბარდა და შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ ადგილზევე იქნა ლიკვიდირებული.”საზოგადოების N1 მტრის” კლასიფიკაცია მინიჭებული ამერიკელი პროფესიონალი ბანკების მძარცველის მკვლელობის შემდეგ,მის მიმართ არა მარტო საზოგადოების აზრი გაიყო ორად,არამედ პრესაც კი არაერთგვაროვან განცხადებებს აქვეყნებდა.ერთ-ერთი ამერიკული გავლენიანი გაზეთის სარედაქციო ჯგუფმა – ჯონი დილინჯერის გარდაცვალების შემდგომ,სულაც ასეთი სახის განცხადებაც კი დაბეჭდა: “ის,იმ ბანკირებსა და რიგ პოლიტიკოსებზე უარესი ბიოგრაფიის მქონე პიროვნება ნამდვილად არ ყოფილა,რომლებმაც ღარიბ მოსახლეობას წაჰგლიჯეს ფული და ქონება.დილინჯერს,მათგან განსხვავებით,არასოდეს წაურთმევია ფული გაჭირვებულებისათვის.ის ძარცვავდა მხოლოდ იმ მდიდარ და გაქსუებულ ადამიანებს,რომლებმაც თავიანთი ქონება ღარიბების ძარცვით მოიპოვეს.ჩვენ ჯონის მხარეს ვართ!”.
ლეგენდარული ამერიკელი ბანკების მძარცველის – ჯონი დილინჯერის შესახებ გადაღებულია არა ერთი მხატვრული ფილმი (“დილინჯერი”,”დილინჯერი მკვდარია” და სხვა) და დაწერილია მრავალი წიგნი. (ავტორი გენია.ჯი)