ბენვენუტო ჩელინი – “ეპიზოდი”
რენესასნსის ეპოქის გენიალური იტალიელი მოქანდაკე,მხატვარი,იუველირი და მუსიკოსი - ბენვენუტო ჩელინი (1500-1571 წლები),რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,რამდენიმე მკვლელობის ჩამდენი ხელოვანი გახლდათ. 1531 წელს მან შური იძია და დანის გამოყენებით სიცოცხლეს გამოასალმა თავისი ძმის მკვლელი. 1534 წელს სასიკვდილოდ გაიმეტა თავისი კონკურენტი იუველირი და ამავე დროს თავდასხმა განახორციელა ფლორენციელ ნოტარიუსზე,რის შემდეგაც მშობლიური ქალაქიდან ნეაპოლში გაქცევა მოუხდა.თუმცა,საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ ამ გენიალური შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულმა ხელოვანმა,ნეაპოლშიც მოკლა ერთ-ერთი ის იუველირი,რომელმაც შეურაცმხყოფელად მოიხსენია იგი.აღნიშნული ფაქტები,ბენვენუტოს თავადვე აქვს აღწერილი საკუთარ ავტობიოგრაფიულ წიგნში.
რომში ჩასული ჩელინი დაკავებული იქნა და მას ბრალი დაედო რომის პაპის ძვირფასეულობის მოპარვაში,თუმცა მან ციხიდან გაქცევა მოახერხა.რამდენიმე ხანში ის ისევ დააკავეს,მაგრამ ამჯერად მალევე გაათავისუფლეს.როგორც რიგი ბიოგრაფებისა ირწმუნება,ბენვენუტო მართლმსაჯულების ბასრი კლანჭებისაგან მხოლოდ და მხოლოდ იმ უნიკალურმა სახელოვნებო ტალანტმა იხსნა,რომლის წინაშეც ქედს იხრიდნენ არა მხოლოდ რიგითი ადამიანები,არამედ,თვით მეფეებიც კი.მათ შორის საფრანგეთის მეფე ფრანსუა I ვალუაც. (ავტორი გენია.ჯი)
“პერსევსი”
ბენვენუტო ჩელინის გენიალური შემოქმედება,რომელმაც იგი არა ერთხელ იხსნა მართლმსაჯულებისაგან