კარლო კრიველი – “ეპიზოდი”

კარლო კრიველი (1430-1495 წლები) – წარმოადგენდა იმ გენიალურ იტალიელ მხატვარს,რომელმაც სახელი,განსაკუთრებით,ქრისტიანული ტაძრების საკურთხევლების უზადო ხელოვნებით მოხატვით გაითქვა.თავადაც მხატვრის ვაჟს, 1457 წელს მშობლიური ქალაქის – ვენეციის სასამართლომ ბრალი დასდო ერთ-ერთი ვენეციელი მეზღვაურის,ფრანჩესკო კორტეზეს მეუღლესთან – ტარსიესთან ინტიმურ კავშირში (იმ პერიოდისათვის,ვენეციაში დაოჯახებულ ქალთან ინტიმური კავშირი დასჯადი ქმედება იყო),რის გამოც იგი ექვსი თვით გამოკეტეს ციხეში.გარდა ამისა,გადაახდევინეს ჯარიმა და ვენეციაში პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადეს.სწორედ ამის გამო მოუწია თავისი უსაყვარლესი ქალაქიდან მოკვეთილ კრიველს დარჩენილი ცხოვრების გატარება სხვა ქალაქებში (ძირითადად მარკეში,ასკოლი-პიჩენოსა და დალმაციაში),სადაც შექმნა კიდეც თავისი უკვდავი შედევრები.მიუხედავად კარლოს ვენეციიდან გაძევებისა,მას მაინც არასოდეს დავიწყებია თავისი ზღაპრული სილამაზის მქონე მშობლიური ქალაქი ვენეცია და იმდენად უყვარდა და ეთაყვანებოდა მას,რომ ყოველ თავის ქმნილებას გამოკვეთილად უკეთებდა შემდეგი სახის წარწერას: “ვენეციელი კარლო კრიველი”. (ავტორი გენია.ჯი)

კარლო კრიველის გენიალური შემოქმედების ნაწილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>