რიჩარდ დადი – “ეპიზოდი”
რიჩარდ დადი (1817-1886 წლები) – წარმოადგენდა ვიქტორიანული ეპოქის გამოჩენილ ინგლისელ მხატვარს,რომელიც 1837 წელს დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხატვრო აკადემიის წევრად იქნა არჩეული.პარიზში,რომსა და ეგვიპტეში მოგზაურობის შემდგომ,რიჩარდს სულიერი და ფსიქიკური აშლილობა დაეწყო.როგორც ვარაუდობენ,ამის მიზეზი მდინარე ნილოსში ბანაობისას მზის დარტყმისაგან მიღებული თავის ტრამვა იყო. (ავტორი გენია.ჯი) საკუთარ თავზე კონტროლი დადმა,ჯერ კიდევ სამშობლოში დაბრუნებისას დაკარგა.რიჩარდს საკუთარი თავი ძველეგვიპტური მითოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი ღმერთის – ოსირისის განსახიერებად მიაჩნდა. 1843 წელს იგი ფსიქიატრებმა გულდასმით გასინჯეს და დაადგინეს,რომ ფსიქიკურად შერყეული იყო.მიუხედავად მედიკოსების დიაგნოზისა და ვაჟის საოცრად უცნაური თვისებებისა (ერთხელ მის ოთახში აღმოჩენილი იქნა 300 ცალი ქათმის კვერცხი),აღნიშნულ დიაგნოზს მაინც კატეგორიულად არ ეთანხმებოდა მამამისი,რაც მას სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდა. 1843 წლის აგვისტოს თვეში,შიზოფრენიით დაავადებულმა რიჩარდმა მამამისში ეშმაკი დაინახა და იგი დანის გამოყენებით მოკლა.ამის შემდეგ,ერთ დროს უნიჭიერესი ახალგაზრდა ინგლისელი მხატვარი – რიჩარდ დადი,ბედლამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.შემდგომ კი ბროდმურის ფსიქიატრიულ კლინიკაში,სადაც 1886 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)