სამეფო სტრელიცია

სამეფო სტრელიცია – წარმოადგენს ულამაზეს მრავალწლოვან სანებელ მცენარეს სტრელიციასებრთა ოჯახისა.ბუნებაში,მისი გავრცელების უმთარესი არეალი აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილებია.აღნიშნულმა მცენარემ თავისი სახელწოდება დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფის ჯორჯ III-ეს მეუღლის – შარლოტა მაკლენბურგ-შტრელიცერის საპატვივცემულოდ მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) სამეფო სტრელიციის სიმაღლე 1,2 – 1,3 მეტრია.გააჩნიათ ოვალური ფორმის მქონე მუქი მწვანე შეფერილობის ფოთლები,რომელთა სიგრძე 40 სანტიმეტრს უტოლდება,ხოლო სიგანე კი 10-დან 30-თ სანტიმეტრამდე მერყეობს.სამეფო სტრელიციის ულამაზესი ფორთოხლისფერი ყვავილის დიამეტრი 15 სანტიმეტრია და ტროპიკული ფრინველების ფორმებს ჩამოჰგავს.მისი შიგგარსი მუქი-ლურჯი ფერისაა.ჰყვავიან გაზაფხულის პერიოდში და რამდენიმე კვირის განმავლობაში ინარჩუნებენ ყვავილებს.შეიცავენ ნაყოფსაც.სამეფო სტრელიცია სინათლისა და სითბოს მოყვარული მცენარეა,თუმცა,მიუხედავად ამისა,შესაძლებელია გვალვის პერიოდში განადგურდეს (გახმეს).ამიტომ,აუცილებელია მისი მორწყვა,რასაც იგი ზამთარში არ საჭიროებს.გარდა იმისა,რომ სამეფო სტრელიცია ბუნებაშია გავრცელებული,ასევე რეკომენდირებულია მისი კულტივირებაც და გამოიყენებენ კიდეც,როგორც ოთახის დეკორატიული მცენარე. (ავტორი გენია.ჯი)




კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>