უძველესი წერილობითი-საჩივარი
თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების პროცესში,გასული საუკუნის შუა ნახევარში აღმოჩენილი იქნა უძველესი წარწერებიანი თიხის ფირფიტა,რომლის გაშიფრასაც სპეციალისტებმა საკმაოდ დიდი დრო მოანდომეს.ტექსტის გაშიფვრის შედეგად დადგენილი იქნა,რომ ძვ.წ.აღ-ით 1750 წლით დათარიღებული თიხის არტეფაქტი,მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში დღემდე აღმოჩენილ სხვა წერილობით-საჩივრებს შორის ყველაზე ძველი ეგზემპლარია.ეს ის პერიოდია,როდესაც ერაყის ტერიტორიაზე ანტიკური იმპერიის,მესოპოტამიის დედაქალაქი – ბაბილონი დომინირებდა.აღნიშნული წერილობითი-საჩივრის ავტორი ვინმე – ნანია,რომელიც უჩიოდა იმ თაფლის გამყიდველ მამაკაცს,რომელმაც დაბალი ხარისხის თაფლი შეასაღა მას.ამავე წერილიდან ირკვევა,რომ დაზარალებული ნანი,თაღლითისაგან თაფლში გადახდილი ფულის უკანვე დაბრუნებას მოითხოვს.გარდა ამისა,ავტორი ხაზს უსვამს იმასაც,რომ იგი სამართალს აუცილებლად იპოვის და პირობას დებს,რომ მომავალში,საკუთარ სახლში,თავად დაიწყებს თაფლის წარმოებას. (ავტორი გენია.ჯი)