თამაზ ჭილაძე – „და თენდებოდა ჩუმად, უჩვენოდ…”

მესიზმრა კლდიდან ნაჟონი წყალი

დაღლილმა ღმერთმა პეშვით დალია,

ქვეყანა იყო მშვიდი და წყნარი

და უცნაურად უცხო ძალიან.

* * *

ილანდებოდა ქალაქი გაღმა,

ვით ფარფლიანი ზურგი ურჩხულის,

ყვაოდა ის ხე, შარშან რომ გახმა,

ბნელში ისმოდა მისი ჩურჩული…

* * *

და თენდებოდა ჩუმად, უჩვენოდ…

კომენტარის დატოვება