პიერ ამბრუაზ ფრანსუა შოდერლო დე ლაკლო – “ეპიზოდი”
პიერ ამბრუაზ ფრანსუა შოდერლო დე ლაკლო (1741-1803 წლები) – წარმოადგენდა საფრანგეთის არმიის იმ გენერალსა და გამომგონებელს,რომელმაც სახელი გაითქვა თავისი ერთადერთი ეპისტოლარული ჟანრის რომანის – “სახიფათო კავშირები”-ს დაწერით.აღნიშნულმა რომანმა თავის დროზე მკითხველსა და ზოგადად,საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია,რადგან მასში ფართოდ და სატირული სახით იყო გადმოცემული იმ პერიოდის ფრანგული არისტოკრატიის ზნე-ჩვეულებები.წიგნის პირველი ტირაჟი (2 000 ეგზემპლარი),გამოცემიდან პირველივე თვეში გაიყიდა და დიდი პოპულარობაც მოიპოვა. 43 წლის ასაკში მყოფ დე ლაკლოს ერთ-ერთი ფრანგი არისტოკრატის ახალგაზრდა ქალიშვილი – სოლანჟ-მარი დიუპრე შეუყვარდა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც დიუპრემ მასზე შეყვარებული მამაკაცის წიგნი წაიკითხა,იმდენად უკმაყოფილო დარჩა რომანში მოყვანილი ფრანგი არისტოკრატიის კრიტიკით,რომ კატეგორიულად განაცხადა – “დე ლაკლო ჩვენი ოჯახის სტუმარი არასოდეს იქნებაო”.მას შემდეგ,რაც პიერმა ქალის დამოკიდებულება გაიგო მის მიმართ,საპასუხოდ,საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებულმა,სრული სერიოზულობით უთხრა მეგობრებს: “გავა კიდევ ექვსი თვე და მე აუცილებლად დავქორწინდები,მადემუაზელ დიუპრეზეო”. და მართლაც,აღნიშნული მოვლენიდან ექვსი თვის გასვლის შემდგომ,დე ლაკლომ მოახერხა ქალის გულის მონადირება და მასზე იქორწინა კიდეც.მათი სიყვარული დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაღრმავდა,რის დაფიქსირებასაც წყვილი არც საჯაროდ ერიდებოდა.”ის,ჩემთვის მომხიბლავი,საყვარელი და შესანიშნავი მეუღლეა,ხოლო შვილებისათვის შესანიშნავი დედაო”, – ამბობდა აღფრთოვანებული დე ლაკლო დიუპრეზე.სწორედ დე ლაკლოს საყვარელი მეუღლე გახდა პიერისათვის თავისი მეორე რომანის დაწერის შთამაგონებელი მუზ.მან ერთგვარი მონახაზიც კი გააკეთა ახალი რომანისა,სადაც ამტკიცებდა,რომ ადამიანს ბედნიერების დაუფლება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ოჯახში შეეძლო.სამწუხაროდ,პიერ ამბრუაზ ფრანსუა შოდერლო დე ლაკლო 1803 წლის 5 სექტემბერს იტალიურ ქალაქ ტარანტოში ისე გარდაიცვალა,რომ თავისი მეორე რომანის სრულყოფა ვერ მოასწრო. (ავტორი გენია.ჯი)
სოლანჟ-მარი დიუპრე