სტივენ პოლ ჯობსის ერთი ფოტოს ისტორია…
კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვანი ფიგურისა და გენიალური გამომგონებლის,საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ამერიკული მულტინაციონალური კორპორაციის “Apple”-ს თანადამფუძნებლის – სტივენ პოლ ჯობსის (1955-2011 წლები) ზემოთ განთავსებული სურათი,სპეციალისტების შეფასებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა მის ალბომში.იგი გადაღებული იქნა 2006 წელს გამოჩენილი შოტლანდიელი ფეშენ ფოტოგრაფის – ალბერტ უოტსონის მიერ.ცნობისათვის,სწორედ ალბერტი გახლდათ ოფიციალური ფოტოგრაფი პრინც ენდრიუსა და სარა ფერგიოსონის სამეფო ქორწილზე.გარდა ამისა,მისი ფოტოობიექტივისათვის პოზირებენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები,როგორებიც გახლავან – ნაომი კემპბელი,პამელა ანდერსონი,უმა თურმანი,მონიკა ბელუჩი,ქეით მოსი და სხვები. 2006 წელს სტივენ პოლ ჯობსმაც გადაწყვიტა მის ფოტოობიექტივში მოხვედრა.გადაღების პროცესში,რამდენიმე წარმუმატებლად გადაღებული ფოტოს შემდგომ,სტივენმა ალბერტს ჰკითხა:
” – რა გსურთ,რომ გავაკეთო?”
- მე მსურს,თქვენი თვალების 100 პროცენტიანი კონტაქტი ფოტოაპარატის კამერასთან… გადაღების პროცესში იფიქრეთ თქვენს იმ პროექტებზე,რომლებზეც ახლა მუშაობთ.გარდა ამისა,დაფიქრდით იმ შემთხვევაზეც,როდესაც პირველად კაცობრიობამ გამოგიწვიათ”.
დიდი ფოტოგრაფის ალბერტ უოტსონის შესანიშნავი რჩევა ჯობსმა სრულიად გაითვალისწინა და გადაიღო ფოტო,რომელიც მის მიერ გადაღებულ სხვა ათასობით ფოტოს შორის,ყველაზე საუკეთესოდაა აღიარებული. (ავტორი გენია.ჯი)
ალბერტ უოტსონი