ვილჰელმ კონრად რენტგენი – “ეპიზოდი”

გენიალურ გერმანელ ფიზიკოსს - ვილჰელმ კონრად რენტგენს (1845-1923 წლები),რომლის სახელთანაც ასოცირდება საყოველთაოდ ცნობილი იქს-სხივების,იგივე “რენტგენის გამოსხივების” აღმოჩენა,ვიურცბურგის უნივერსიტეტში ლექტორად მოღვაწეობის პერიოდში,გამოცდების მიმდინარეობისას ერთ-ერთმა სტუდენტმა ვერც ერთ დასმულ შეკითხვაზე პასუხი ვერ გასცა.

- თუ შეიძლება მიპასუხეთ,რომელი ლექტორების ლექციებს ესწრებოდით ამ ხნის განმავლობაში? – ბოლო შეკითხვა დაუსვა რენტგენმა.

სტუდენტმა რამდენიმე პროფესორის სახელი და გვარი ჩამოუთვალა დიდ ფიზიკოსს.

- ხედავთ,როგორი პროგრესია?! – წამოიძახა აღფრთოვანებულმა ვილჰელმმა.

- რა პროგრესი,ბატონო პროფესორო? – გაოცდა სტუდენტი.

- გასულ წელს შემდგარ გამოცდებზე თქვენ იმ პროფესორების გვარებიც კი არ იცოდით,რომელთა ლექციებსაც ესწრებოდით, – უპასუხა მახვილგონივრულად რენტგენმა გაოცებულ სტუდენტს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>