ნიკოლოზ რერიხი – “ეპიზოდი”
მხატვართა საიმპერატორო წამახალისებელი საზოგადოებრივი სკოლის ხელმძღვანელმა,გამოჩენილმა რუსმა მხატვარმა და “ადამიანი-ლეგენდად” წოდებულმა – ნიკოლოზ რერიხმა (1874-1947 წლები),მიიღო გადაწყვეტილება,რომ თავისი სკოლის წარმომადგენელი მხატვრებისა და საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.აღნიშნულ იდეას რერიხმა 1906 წლის გაზაფხულზე შეასხა ფრთები.მან კარგად უწყოდა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა მიენიჭებოდა თავისი სკოლის სახვითი ხელოვნების ნამუშევრების გამოფენას იმპერიის კულტურულ და სახელოვნებო წრეებში,რის გამოც პირადად არჩევდა იმ სურათებს,რომლებიც საგამოფენო დარბაზებში უნდა დაეკიდებინათ. (ავტორი გენია.ჯი) ის,ის იყო ნიკოლოზი საქმეს მორჩა,რომ საგამოფენო დარბაზთან ეტლი გაჩერდა,საიდანაც მდიდრულად ჩაცმული ქალბატონი გადმოვიდა.როგორც შემდეგ გაირკვა,იგი სანკტ-პეტერბურგის ქალაქის თავის მეუღლე იყო.მან რერიხისაგან მოითხოვა,რომ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი ტილოები დაეთვალიერებინა.საინტერესოა ის გარემოება,რომ გამოფენის სტუმარი ქალბატონი არც ერთ სურათთან დიდხანს არ ჩერდებოდა და მათ,ზოგადად თუ გადაავლებდა თვალს.ეტყობოდა,რომ იგი სახვით ხელოვნებაში კარგად ვერ ერკვეოდა და ამ დიდებული ხელოვნების დილეტანტი იყო.ქალბატონის წასვლიდან რამდენიმე საათში,ნიკოლოზ რერიხს თავად სანკტ-პეტერბურგის მერმა დაურეკა და მეტად უხეში ტონით ჰკითხა:
- რას აკეთებთ? ეს-ესაა ჩემმა მეუღლემ ჩაუტარა ინსპექტირება თქვენს მიერ მოსაწყობ გამოფენას და სირცხვილისაგან კინაღამ დაიწვა! მთელი საგამოფენო დარბაზები შიშველი ქალებისა და მამაკაცების სურათებით ყოფილა მოფენილი! თქვენ რა,გარყვნილებით ერთობით? თქვენს დაქვემდებარებაში ხომ ჯერ კიდევ ყმაწვილი ქალები და ბიჭები იმყოფებიან?! თქვენ მათ ამ მეთოდით ასწავლით მაღალი სახვითი ხელოვნების დაუფლების ოსტატობას? დაუყონებლივ შეწყვიტეთ!
- ხვალ,ხომ გამოფენა უნდა გაიხსნას, – სრულიად მშვიდი კილოთი ჰკითხა რერიხმა გაცოფებულ მერს.
- არ მაინტერესებს,თქვენ რას გააკეთებთ მანდ! თუმცა,იცოდეთ,რომ ხვალისათვის საგამოფენო დარბაზებში გარყვნილების შემცველი სურათები არ უნდა იყოს წარმოდგენილი! ისეთი სახით,როგორიც ახლაა,არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს!
- ნუ ღელავთ! ყველაფერი კარგად იქნება, – იყო გაოცებული რერიხის პასუხი და ყურმილი დაკიდა.
ამ უცნაური სატელეფონო საუბრის შემდეგ,ნიკოლოზმა სასწრაფოდ უხმო თავისთან მოსწავლეებს და დაავალა,რომ მათ საწყობიდან ტილოების შეკვრები ამოეტანათ.ამის შემდგომ,შიშველი მამაკაცების სურათები ერთი გრძელი კედლის გასწვრივ განათავსა,ხოლო შიშველი მანდილოსნებისა კი მეორე კედლის გასწვრივ.შემდგომ თავის მოსწავლეებს გააშლევინა ტილოები და მამაკაცების სურათებს ქამრის სარტყელამდე შემოაფარებინა,ხოლო მანდილოსნების სურათებს კი ყელამდე.
სწორედ ასეთი უცნაური ფორმით იხილა მეორე დღეს საზოგადოებამ და ჟურნალისტებმა რერიხის მიერ მოწყობილი გამოფენა,რამაც ისინი შოკში ჩააგდო.მათ რაღა თქმა უნდა ამის მიზეზი არ იცოდნენ.თუმცა,მოგვიანებით,ჟურნალისტთა ერთი ნაწილი რერიხს ასეთ გადაწყვეტილებას უწონებდა და ამბობდა,რომ მან ასეთი საქციელით თავისი დიდი მორალური საქციელი უჩვენა ხალხს.
როდესაც გამოფენა დასრულდა და კედლებიდან სურათების ჩამოხსნა დაიწყეს,ნიკოლოზ რერიხთან თავისი მოსწავლეები შეიკრიბნენ,რომელთაგანაც ერთ-ერთმა უთხრა:
- ბატონო,ნიკოლოზ! ვფიქრობ,რომ თქვენი ეს ხუმრობა ქალაქის მერს არ გააღიზიანებს!
- ეს ნაკლებად მაღელვებს,ჩემო კარგო! – მიუგო რერიხმა თავის მოსწავლეს და იქვე ირონიულად დაამატა, – თუკი ქალაქის მერისა და მისი მეუღლისათვის ასეთი ძვირფასი რამ არის მორალი ,მაშინ მე აუცილებლად ვთხოვ მის უდიდებულესობას,იმპერატორს – ნიკოლოზ II-ს,რომ ისინი ერმიტაჟში მიიწვიოს და მაღალი სახვითი ხელოვნების შესახებ წაუკითხოს ლექცია.დარწმუნებული ვარ,რომ ესოდენ დიდი მორალის მქონე წყვილი ლექციის მიმდინარეობისას,რაფაელ სანტის გენიალურ ქმნილებამდე – “სამ გრაციამდეც” კი ვერ მიაღწევენ. (ავტორი გენია.ჯი)
რაფაელ სანტი – “სამი გრაცია”