წმინდა მამათა შეგონებანი…
1. ” ვიფიქროთ სიკვდილზე იმიტომ,რომ ჩვენ რომც დაგვავიწყდეს,მას არ დავავიწყდებით.სიკვდილი არ შეგვპირებია,რომ დაგვიცდის მანამ,ვიდრე ჩვენ მის შესახვედრად მოვემზადებით.
ყოველთვის ელოდე,მაგრამ ნუ გეშინია სიკვდილის: ისიც და ესეც სიბრძნისმოყვარეობის ჭეშმარიტი ნიშნებია”. – წმინდა ნილოსელი
2. “ღმერთმა ისე ბრძნულად შექმნა ადამიანის გული,რომ ის ამქვეყნად ვერასოდეს ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს ღვთის გარეშე”. – ილია II
3. “ვფიქრობ,რომ ადამიანს არ ჰყავს ფარისევლობაზე უსაშინლესი მტერი.იგი მით უფრო სასინელია,რამდენადაც მეტად დაფარულია,ამასთანავე მზაკვარი და შეუმეცნებელია”. – წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
4. “თუკი შენ არ პატიობ ყველას,ვინც კი შეგცოდა,მაშ მარხვასა და ლოცვაში ნუ დაშვრები… ღმერთი არ მიგიღებს”. – წმინდა ეფრემ ასური
5. “სიცოცხლე ჩემთვის ქრისტეა,სიკვდილი შენაძენი”. – წმინდა პავლე მოციქული