ვლადიმერ ნაბოკოვი – “ვერ ვიტან…”
“ვერ ვიტან ტირანიას.ნებისმიერ რეჟიმს შევეგუები: სოციალისტურს,მონარქიულს იმ პირობით,რომ ჩემი სხეული და გონება თავისუფალი იქნება;
ვერ ვიტან ატლასის ნაჭრის შეხებას; ცირკს.განსაკუთრებით – ნომრებს ცხოველების მონაწილეობით და ძლიერი ქალებით,რომლებიც ჰაერში კბილებით ეკიდებიან.ასევე,ვერ ვიტან ოთხ ექიმს: ექიმ ფროიდს,ექიმ შვეიცერს,ექიმ ჟივაგოს და ექიმ კასტორს.
ვერ ვიტან სამოქალაქო ინტერესებს,დემონსტრაციებს,პროცესიებს.მოკლე ლექსიკონებსა და შემოკლებულ ცნობარებს; ჟურნალისტურ კლიშეებს,მაგალითად: “ჭეშმარიტების მომენტი” ან საზიზღარ სიტყვას – “დიალოგი”.
სულელურ,უსიამოვნო ნივთებსაც ვერ ვიტან: სათვალის ჩასადები,რომელიც სულ იკარგება; საკიდი,რომელიც სულ ქვევით ვარდება; როცა ხელს არასწორ ჯიბეში ვყოფ.დასაკეც ქოლგებს,რომლებსაც შეუძლებელია,ღილაკი უპოვო.დაუჭრელ ფურცლებს,კვანძებს მაქმანზე.პატარა მჩხვლეტავ წვერს იმ ადამიანის სახეზე,რომელმაც დილით პირი არ გაიპარსა,ბავშვებს მატარებელში,რიტუალს,რომელიც დაძინების წინ უნდა შეასრულო”. (ავტორი გენია.ჯი)