ვაჟა-ფშაველა – “ეპიზოდი”
რევოლუციურად განწყობილი ახალგაზრდების ერთ-ერთ შეკრებაზე,ეროვნული საკითხის გარჩევას ცხარე კამათი მოჰყვა.აღნიშნულ შეკრებას სრულიად შემთხვევით შეესწრო ქართული ლიტერატურის კლასიკოსი და დიდი ქართველი მამულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (1861-1915 წლები).რიგმა რევოლუციურად განწყობილმა ახალგაზრდებმა (რ.დოლიძემ,ალ.ჯაფარიძემ,არ.ორმოცაძემ და სხვებმა) ეროვნული საკითხები ხელაღებით უარყვეს და,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,საქართველოს გამოსარჩლება სამარცხვინოდ მიიჩნიეს.ისინი სთვლიდნენ,რომ ხალხთა ურთიერთობა ეროვნული კი არა,კლასობრივი თვალსაზრისით უნდა განვიხილოთო…
კამათში ვაჟა-ფშაველაც ჩაერია და შემდეგი რამ განაცხადა:
” – ყმაწვილებო,ძალიან უბნობთ, – ხალხთა ძმობა და ერთობა რომ ჩვენი მცნება არ იყოს მამაპაპით გადმოცემული,არც ასე გავიქელებოდით და ყველა გამვლელის ჩასაყლაპი არ შევიქმნებოდით… (ავტორი გენია.ჯი) არ დაივიწყოთ,რომ ვინც თავის თავს არ ცნობს და პატივს არა სცემს,ვერც სხვას სცნობს.ვისაც სამშობლო არა აქვს,შემოდგომის მოწყვეტილი ფოთოლივით ქარს გაჰყვება და გაისრისება,ესეც იცოდეთ,რომ სამშობლო სწორედ გლეხისაა,მუშისა,რომელიც თავის მიწაზეა მიკრული,თავის მამულში, და არა მდიდრისა,რომელიც თავისი ქონებით მსოფლიოში იქ ჰპოვებს სამშობლოს,სადაც კარგად ეცხოვრება… თქვენი მცნება კარგია,მაგრამ თავისუფალი საქართველო არ უნდა დაივიწყოთ…”
ვაჟას დიდებული შენიშვნა ყველამ ყურადღებით მოისმინა,ზოგს არ ესიამოვნა,მაგრამ ვეღარც პასუხი შეჰკადრა დიდ ქართველს.თუმცა,არ.დოლიძემ მაინც დაიწყო იმაზე მსჯელობა,რომ მცირე მდინარენი დიდს უერთდებიან,დიდი თვეზნი პატარებს ყლაპავენ და საქართველო რას გააწყობს იმპერიალიზმის ამ გააფთრებულ ხანაშიო, – რაზეც გენიალურმა ქართველმა ლიტერატორმა ასე უპასუხა: ” – ყმაწვილო,ძალიან ჩამიფილოსოფოსეთ,მაგრამ ერის უნარიანობა მხოლოდ სიმრავლეზე არ არის დამოკიდებულიო”.