გაიუს იულიუს კეისარი – “ეპიზოდი”
ძველი რომის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს – გაიუს იულიუს კეისარს (ძვ.წ.აღ-ით 100-44 წლები) ერთადერთი უახლოესი და უერთგულესი მეგობარი ჰყავდა.იგი პროფესიით ექიმი იყო და სწორედ მას ანდობდა საკუთარ ჯანმრთელობას რომის იმპერიის მმართველი ყველაზე მეტად.შესაბამისად,როდესაც ავად გახდებოდა ხოლმე,სამკურნალო წამალს მხოლოდ და მხოლოდ მისი ხელიდან იღებდა.ერთ დღეს,კეისარს ანონიმი ავტორის მიერ დაწერილი წერილი გადასცეს,რომელშიც ეწერა: “ყველაზე მეტად თქვენს უახლოეს მეგობარს უფრთხილდით,რადგან მას თქვენი მოწამვლა სურს!”
წერილის მიღებიდან რამდენიმე დღეში,გაიუს იულიუს კეისარი შეუძლოდ გახდა,რის გამოც თავისთან,კვლავაც მეგობარ ექიმს უხმო.მას შემდეგ,რაც იგი კეისართან გამოცხადდა,მას იულიუსმა ზემოაღნიშნული წერილი წასაკითხად გადასცა და სანამ იგი წერილს წაიკითხავდა,გაიუსმა მის მიერ გადაცემული წამალი ელვის უსწრაფესად დალია.ექიმი წერილის შინაარსმა აღაშფოთა და ის იყო თავი უნდა ემართლებინა,რომ უცებ თვალი მოჰკრა თუ როგორ სწრაფად სვამდა მისგან მიწოდებულ წამალს კეისარი,რის გამოც შეშფოთებულმა წამოიძახა:
- მბრძანებელო,როგორ შეიძლებოდა ამ წერილის წაკითხვის შემდეგ,ჩემგან მოწოდებული წამლის დალევა?
- ჩემთვის,ბევრად უმჯობესია მოვკვდე,ვიდრე მეგობრის ერთგულებაში ეჭვი შევიტანო, – ერთმნიშვნელოვნად უპასუხა თავის უახლოეს მეგობარსა და მკურნალს კეისარმა. (ავტორი გენია.ჯი)