“ნორმანდიის ბრძოლა” – (ეპიზოდი)
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,დასავლელი მოკავშირეების მიერ 1944 წლის 6 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია,სახელწოდებით – “ოვერლორდი”,რომელსაც ასევე “ნორმანდიის ბრძოლის” სახელით მოიხსენიებენ.აღნიშნულ სამხედრო მოქმედებებში ერთ-ერთი უმთავრესი როლი დიდი ბრიტანეთის არმიას ენიჭებოდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ოპერაციის დასაწყისიდან დასასრულამდე (1944 წლის 25 აგვისტო),დიდი ბრიტანეთის არმიამ გერმანელ ფაშისტთა სნაიპერების გამოისობით ძალიან ბევრი ოფიცერი დაკარგა,რაც რაღა თქმა უნდა ბრიტანული არმიის მთავარსარდლობის დიდი შეშფოთების საგანი გახდა. (ავტორი გენია.ჯი) მათთვის უცნობი იყო,თუ როგორ ახერხებდნენ გერმანელი სნაიპერები სხვა რიგითი ბრიტანელი ჯარისკაცებისაგან გამოერჩიათ ოფიცრები, და ეს მაშინ,როდესაც ისინიც სხვა ჯარისკაცების მსგავსად,რიგითი მებრძოლების უნიფორმას ატარებდნენ,ყოველგვარი სამხედრო ჩინისა და განმასხვავებელი ნიშნების გარეშე.
ერთ დღეს,ბრიტანელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს გერმანელი სნაიპერი.მისი დაკითხვისას,გამომძიებლები იმითაც დაინტერესდნენ,თუ როგორ ახერხებდნენ ისინი ჩვეულებრივი ჯარისკაცებისაგან ბრიტანელი ოფიცრების გამორჩევას,რაზეც ასეთი პასუხი მიიღეს: “ამას სრულიად მარტივად ვახერხებდით.ჩვენ ვესვროდით იმათ,ვისაც ულვაშები ჰქონდათ!”
როგორც ცნობილია,იმ პერიოდში დიდი ბრიტანეთის არმიაში ულვაშის ტარების უფლება მხოლოდ და მხოლოდ ოფიცრებს გააჩნდათ, და სწორედ,ტყვედ აყვანილი გერმანელი სნაიპერის აღიარების შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება,რომლის თანახმადაც ბრიტანელ ოფიცრებს ულვაშის ტარების უფლება ეკრძალებოდათ. (ავტორი გენია.ჯი)