დენ უელსი – “ეპიზოდი”
2009 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცემული იქნა ცნობილი ამერიკელი მწერლის – დენ უელსის მისტიკურ-დეტექტიური ჟანრის რომანი,სახელწოდებით – “მე არა ვარ სერიული მკვლელი”.აღნიშნული ნაწარმოების მთავარი გმირია 15 წლის სოციოპათი მოზარდი ჯონ უეინ კლივერი,რომელიც დედასთან და უფროს დასთან ერთად ცხოვრობს. (ავტორი გენია.ჯი) იგი,პროფესიით პათოლოგ დედას მორგში მუშაობის პროცესში ეხმარებოდა,ხოლო თავისუფალ დროს კი ერთობ სოციოპათური აზრები აწუხებდა.ამ შემთხვევაში მას თავში ადამიანების მკვლელობა ესახებოდა მიზნად.მიუხედავად ფსიქოლოგი ნებლინის დიდი დახმარებისა,მოზარდმა თავი მაინც ვერ დააღწია ფსიქოპათიურ შემოტევებს და მალე ქალაქში სასტიკი სერიული მკვლელობების ბუმი დაიწყო.მკვლელი მასობრივად კლავდა მამაკაცებს,რომლებსაც შემდგომ შინაგან ორგანოებს აცლიდა.პოლიციამ მისი იდენტიფიცირება ვერ შეძლო.სწორედ ამ დროს გამოდის საგამოძიებო ასპარეზზე მოზარდი კლივერი,რომელიც გამომძიებლებს უმტკიცებს,რომ შესაძლებელი იყო სერიული მკვლელის კვალზე გასვლა.როგორც შემდგომ გაირკვა,მან ამ გადაწყვეტილებით საკუთარი თავი გასცა და თვითგასამართლებას შეუწყო ხელი.
საინტერესოა ის გარემოება,რომ ნაწარმოების დასასრულს,ავტორი მადლიერებას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ,რომლებმაც მას დახმარება გაუწიეს რომანის შექმნაში,თუმცა იქვე ხაზგასმით იფიცება,რომ წიგნი არ შეიცავს არც ერთ ავტობიოგრაფიულ ნიუანსს.მკვლევართა აზრით,მწერლის ეს უცნაური ეპილოგი ერთგვარი სადაზღვევო ნაბიჯი იყო,რადგან როგორც ცნობილია,მრავალი ავტორი სწორედ თავიანთ ნაწარმოებებში მოყვანილმა ავტობიოგრაფიულმა ეპიზოდებმა გასცა და მართლმსაჯულებას ჩაუგდო ხელში. (ავტორი გენია.ჯი)
დენ უელსი