მაიკლ სტენლი დუკაკისი – “ეპიზოდი”
1988 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნებისას,ქვეყანაში მოქმედმა ერთ-ერთმა უდიდესმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ – “დემოკრატიულმა პარტიამ”,თავისი რიგებიდან საპრეზიდენტო კანდიდატად ბერძნული წარმომავლობის მქონე მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორი - მაიკლ სტენლი დუკაკისი დაასახელა.ამაში საკვირველი არაფერი იქნებოდა,რომ არა ერთი მეტად მნიშვნელოვანი გარემოება.კერძოდ,დუკაკისი – “მართლმადიდებელი ქრისტიანი” გახლდათ.მიუხედავად ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუშთან მარცხისა,მან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში თავი მაინც დაიმკვიდრა,რადგან სწორედ იგი გახლავთ დღემდე ერთადერთი მართლმადიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი ამერიკის შეერთებული შტატებისა,
P:S. საინტერესოა ის გარემოება,რომ მაიკლ სტენლი დუკაკისმა თავის საარჩევნო კამპანიისას,მოსახლეობას გაპრეზიდენტების შემთხვევაში “სიკვდილით დასჯის” გაუქმების პირობა მისცა.ერთ-ერთი სატელევიზიო დებატებისას მას ჰკითხეს: “მოითხოვდით თუ არა იმ ადამიანის სიკვდილით დასჯას,რომელმაც თქვენი მეუღლე გააუპატიურა და მოკლა?” – რაზეც მან უპასუხა – “მიუხედავად ამისა,მე მაინც სიკვდილით დასჯის წინააღმდეგი ვიქნებოდი მთელი ცხოვრების განმავლობაშიო”. (ავტორი გენია.ჯი)