ჩარლზ ლემი – “ეპიზოდი”
1796 წელს,რომანტიზმის ეპოქის დიდი ინგლისელი პოეტის,პუბლიცისტის,ესეისტისა და ლიტერატურული კრიტიკოსის - ჩარლზ ლემის (1775-1834 წლები) ცხოვრებაში ძალიან ტრაგიკული და შეიძლება ითქვას,გარდამტეხი მომენტიც კი დადგა.შიზოფრენიით დაავადებულმა მისმა უსაყვარლესმა ღვიძლმა დამ – მერიმ,ერთ-ერთი შიზოიდური შემოტევისას სამზარეულოს დანით საკუთარი დედა – ელისაბედ ფილდი სასიკვდილოდ დაჭრა.მიუხედავად ამ უდიდესი ტრაგიკული მოვლენისა,ჩარლზმა თავისი სულიერად დაავადებული და მაინც არ მიატოვა და იგი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ გადაიყვანა.მერის ფსიქიკური შეტევებისას,ჩარლზი მუდმივად მის გვერდით იყო და მზრუნველობას არ აკლებდა მას.გარდა ამისა,მასთანვე და მასზე ზრუნვაში გალია მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლეც დიდმა ინგლისელმა პოეტმა.საინტერესოა ის გარემოებაც,რომ სწორედ ჩარზის დახმარებით დაწერა და გამოაქვეყნა 1807 წელს შიზოფრენიით დაავადებულმა უფროსმა დამ – მერი ლემმა “შექსპირის პიესების მიხედვით დაწერილი მოთხრობები”,რომელსაც უდიდესი პოპულარობა ხვდა წილად. 1808 წელს კი,და-ძმა ლემებმა ერთად გამოაქვეყნეს სკოლის მოსწავლეებისათვის სპეციალურად გადამუშავებული ვერსია გენიალური ძველბერძენი პოეტის პოემისა – “ოდისეა”. (ავტორი გენია.ჯი)
მერი ლემი (1764-1847 წლები)
მერი და ჩარლზ ლემები