“ვიტალიური საძმო” – (ეპიზოდი)
XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნეებში ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში ერთობ აქტიური მოქმედებებით გამოირჩეოდა შუასაუკუნეებში სახელგანთქმული სკანდინავიელ მეკობრეთა დაჯგუფება,სახელწოდებით – “ვიტალიური საძმო” (ვიტალიერები).ისინი საკუთარ თავს “ღმერთის მეგობარსა და სხვა დანარჩენის მტერს” უწოდებდნენ. 1389 წელს შვედეთის მეფე – ალბრეხტ მაკლენბურგი,ტყვედ იქნა აყვანილი დანიის დედოფლის – მარგარიტა I დანიელის მიერ,რამაც ხელი შეუწყო აღნიშნულ მეკობრეთა დაჯგუფების ჩამოყალიბებას.ერთი პერიოდის განმავლობაში “ვიტალიურ საძმოს” ხელმძღვანელობდა ლეგენდად ქცეული გერმანელი მეკობრე – კლაუს შტიორტებეკერი (1360-1401 წლები),რომელიც მოგვიანებით “რობინ ჰუდის” ანალოგიურ პროტოტიპად იქნა დამკვიდრებული სკანდინავიურ და გერმანულ ფოლკლორებში. (ავტორი გენია.ჯი)
კლაუს შტიორტებეკერი