შაჰბანუ
შაჰბანუ – სპარსული ენიდან თარგმანით აღნიშნავს იმპერატრიცას ანუ ქალ იმპერატორს.აღნიშნული ტიტული უკანასკნელად, 1967 წელს მიენიჭა ირანის ბოლო შაჰისა და ფეჰლევის დინასტიის ასევე ბოლო წარმომადგენლის – მოჰამედ რეზა ფეჰლევის რიგით მესამე ცოლს – ფარაჰ ფეჰლევის (ქალიშვილობის გვარი – დიბა).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მისი იმპერატრიცად კორონიზირება არაბების სპარსეთში შეჭრის შემდეგ (VII საუკუნე),პირველი შემთხვევა გახლდათ ირანის ისტორიაში.შაჰბანუს ტიტულის უკანასკნელი მატარებლები ულამაზეს ფარაჰ ფეჰლევამდე,სასანიდების დინასტიის წარმომადგენელი ქალი იმპერატორები – ბორანდოჰტი და აზარმედოჰტი (დაახლოებით 630 წელი) გახლდნენ.სასანიდების დინასტიის მმართველობისას,შაჰბანუს ოფიციალური დევიზი გახლდათ: “დედოფალი დედოფლობს”. (ავტორი გენია.ჯი)
ბორაბდოჰტი
აზარმედოჰტი
ფარაჰ ფეჰლევი