ათეიზმი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში – “ეპიზოდი”
ისევე,როგორც საბჭოთა იმპერიაში,კომუნისტური მმართველობის ქვეშ მყოფ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც ფართოდ ჰქონდა ფეხი მოკიდებული სახელმწიფოს მიერ წარმოებული ათეიზმის პროპაგანდას.თუმცა,ამის ფონზე მეტად საინტერესოა ის გარემოება,რომ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ოფიციალურად იყო გამოცხადებული არასამუშაო დღეებად ისეთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულები,როგორებიც არის – ქრისტეშობა,დიდი პარასკევი (წითელი პარასკევი,ანუ ვნების კვირის პარასკევი) და წმინდა სულის დღე (ქრისტიანული და სახალხო დღესასწაული,რომელიც მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით,აღდგომიდან 51 დღის გასვლის შემდეგ აღინიშნება).გარდა ამისა,ცნობილია ისიც,რომ 1966-1967 წლებში ათეისტური ხედვებით გამორჩეულ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საბჭოთა კავშიისაგან განსხვავებით,ოფიციალურად აღინიშნებოდა – რეფორმაციისა (პროტესტანტული ეკლესიის რელიგიური დღესასწაული) და ამაღლების ქრისტიანული დღესასწაულებიც. (ავტორი გენია.ჯი)