მერაბ კოსტავას ფილოსოფიიდან
“წინათ,რელიგიის სახელმწიფოსაგან განუყოფლობის ხანაში,თუ ის დოგმატურად განწყობილი ადამიანები,ღმერთი შურისმგებელ და დამსჯელ ძალად რომ წარმოედგინათ მხოლოდ და მისი სახელით მოყვასთა მიმართ ათასგვარ სისასტიკეს იჩენდნენ,არანაკლებ უსამართლობას სჩადიან დღეს იმის წყალობით,რომ ფიქრობენ: სული მოკვდავია,ღმერთი არ არსებობს,გამკითხავი არავინაა; ყველაფერი ნებადართულია,რადგან სინდისი და მსოფლიო სამართალი ილუზიაა.მაშ უმჯობესია,რაც შეიძლება მეტი მოვასწროთ. (ავტორი გენია.ჯი) შედარებით ასატანი იქნებოდა მათი მოქმედება,მარტოოდენ სომატური ცხოვრებით რომ იფარგლებოდნენ ისინი,სიამაყის გრძნობის დასაკმაყოფილებლად და საკუთარი ამბიციების ცხოვრებაში გამოსახატად ათასგვარ უსამართლობას რომ არ სჩადიოდნენ მოყვასთა მიმართ.მაგრამ,მსოფლიო სიმართლისადმი სრული სიყრუის მიუხედავად,გაურკვეველი ქვეცნობიერი შიში ძევს მაინც ამ ადამიანებში; შიში,რომელსაც მძინარე სინდისის ექო შეიძლება ეწოდოს,რადგან სინდისი გააზრების აბსტრაქტული ობიექტი როდია,არამედ აქტიური,ქმედითი ცენტრიდანული ძალაა,ტრანსფორმირებული სახით მძინარე მდგომარეობაშიც რომ გამოსცემს ექოს,მაგრამ თუ გაიღვიძა,ვეღარაფერი შეაკავებს მის მფლობელ ადამიანს სიკეთისა და ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზაზე.შედარებით მოაზროვნე ადამიანები,რომელნიც არ კადრულობენ სომატურ ცხოვრებამდე ან ყოფით ყოფით ბოროტმოქმედებამდე დაქვეითებას,მაგრამ სულის უკვდავების იდეამდე ვერ მაღლდებიან,საუბედუროდ ნიჰილიზმისა და სკეპტიციზმის ნესტრით იწერტებიან და ცინიზმის ფლუიდებს ავრცელებენ ირგვლივ.მათ შორის ამაოებას,მასში დაბუდებულ მანკიერებებს და, რაც მთავარია,სიკვდილისთანავე მათთვის ძვირფასი ღირებულებების განადგურების აუცილებლობას,მათი მრწამსისდა შესაბამისად.მათ შესაძლოა საკუთარ თავზე არანაკლებად უყვარდეთ მოყვასნი თვისნი,მაგრამ ამასაც არ ძალუძს გამოუვალი მდგომარეობიდან,პესიმისტური განწყობილებიდან მათი გამოყვანა,რადგან ჭეშმარიტი ოპტიმიზმის ერთ-ერთი რეალური საწინდარი მხოლოდ სულის უკვდავების იდეაა”. (ავტორი გენია.ჯი)