ნანდა-დევი – “ეპიზოდი”
ნანდა-დევი – წარმოადგენს ჰიმალაის სამხრეთ განშტოებაზე ნეპალისა და ინდოეთის საზღვარზე განთავსებული კანჩენჯანგას მთის მასივში მდებარე ინდოეთის სიდიდით მეორე მთას.მისი მაქსიმალური სიმაღლე 7 816 მეტრია ზღვის დონიდან.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ნანდა-დევის მთას ინდოელებისათვის რელიგიური დატვირთვა გააჩნია და მის კალთებზე სხვადასხვა სახის რელიგიური ფესტივალებიც იმართება.ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად კი,სწორედ აღნიშნული მთის მწვერვალმა შეიფარა და გადაარჩინა ადამიანები და ცხოველები იმ საშინელ წყალდიდობას,რომელსაც დღეისათვის წარღვნად მოვიხსენიებთ.თქვენი ყურადღება ნანდა-დევის მთის მიმართ განსაკუთრებით იმიტომ გავამახვილე,რომ რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, 7 816 მეტრი სიმაღლის მქონე ნანდა-დევი 1808 წლამდე მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალად მიიჩნეოდა და ეს მაშინ,როდესაც დედამიწაზე,ზღვის დონიდან 8 000 მეტრ სიმაღლეზე მეტი 14 მწვერვალი არსებობდა. (ავტორი გენია.ჯი)