დიმიტრი ყიფიანის უკანასკნელი მიმართვა აკაკი წერეთელს…
სტავროპოლში გადასახლებამისჯილმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და დიდმა ქართველმა მამულიშვილმა – დიმიტრი ყიფიანმა (1814-1887 წლები),აკაკი წერეთელთან თავისი უკანასკნელი შეხვედრის დროს,გენიალურ ქართველ მგოსანს შემდეგი სიტყვით მიმართა:
“პატიმრობით დავიწყე ცხოვრება და პატიმრობითვე ვათავებ! ნუ გშურს ჩემთვის ეს ღვთის წყალობა! უკეთესს ჯილდოს მე ვერც კი მოვიფიქრებდი!.. ეს ერთი საუკუნეა,რაც ქართველები ცუდკაცობისთვის იგზავნებიან ციმბირში და ჯერ იდეურად არავინ დასჯილა და დეე პირველი მერცხალიც მე ვიყო!.. მართალია,პირველ მერცხალს ხანდახან სუსხლი დაჰკრავს და გაზაფხულს ვეღარ ესწრება,მაგრამ მაინც პირველი მახარობელია და გაზაფხული მაინც მოვა!” (ავტორი გენია.ჯი)