თეოდროს II – “ეპიზოდი”
ეთიოპიის იმპერატორმა (ნგუსე ნეგესტმა) - თეოდროს II-მ (1818-1868 წლები),ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მიიღო გადაწყვეტილება,თავისი ქვეყანა ერთ-ერთ უძლიერეს ცენტრალიზირებულ სახელმწიფოდ ექცია.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმპერატორის მიერ მრავალი რეფორმის განხორციელებისა.მისი ბრძანებით ეთიოპიაში აიკრძალა მონებით ვაჭრობა,გადასახადები გაუიაფდა სოფლის მოსახლეობას,შეიქმნა ერთიანი არმია და სხვა.მის მიერ გატარებულმა წარმატებულმა რეფორმებმა იმდენად მოხიბლა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ვიქტორია,რომ მან თეოდოროსს საჩუქრად პისტოლეტიც კი უსახსოვრა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,ეთიოპიის იმპერატორის მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებას არ მალავდნენ ადგილობრივი გავლენიანი ფეოდალები და თავადები,რომლებიც თეოდოროსს თავიანთი ინტერესების განხორციელების საქმეში ყველაზე დიდ საფრთხედ მიიჩნევდნენ.მათმა ასეთმა დამოკიდებულებამ და ინტრიგებმა კი,ეთიოპია ინგლისთან სისხლისმღვრელ კონფლიქტამდე (1867-1868 წლები) მიიყვანა.ინგლისელთა და ეთიოპელთა არმიებს შორის გამართული ერთ-ერთი ბრძოლისას,ინგლისელთა არმიამ ალყაში მოაქცია მეკდელას ციხე-სიმაგრე,სადაც იმყოფებოდა თეოდოროს II.თავმოყვარე,გულზვიდმა და ამაყმა ეთიოპიის იმპერატორმა თეოდოროს II-მ ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ამჯობინა და ბედის ირონიით,ინგლისის არმიასთან მარცხის შედეგად, 1868 წლის 13 აპრილს სწორედ იმ პისტოლეტით მოიკლა თავი,რომელიც მას ადრე თავად ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ აჩუქა. (ავტორი გენია.ჯი)