ივანე ჯავახიშვილის დახასიათება თბილისის კლასიკური გიმნაზიის მიერ…
“მოწაფე ივანე ჯავახიშვილი შვილია ქართველი ხელმოკლე თავადისა,სასწავლებლის ზედამხედველისა.კეთილ პატრიარქალურ ოჯახს საუცხოო გავლენა მოუხდენია ჭაბუკზე,გაუზრდია იგი რელიგიოზური,ზნეკეთილი,თავაზიანი, და ალერსიანი.ზომიერი ხასიათისაა,ზრდილი,რის გამო ყველას უყვარს,ჯავახიშვილი დაჯილდოებულია კარგი ბუნებრივი ნიჭით,ამასთან მეტად ბეჯითი და შრომისმოყვარეა.უეჭველია,რომ მისგან საუკეთესო სტუდენტი დადგება.ჯანმრთელობა ბუნებისაგან მას კარგი აქვს,თუმცა რამდენადმე შერყეული.ბოლო წლების გულმოდგინე მეცადინეობით,ის ბევრს კითხულობს და კარგი ნაკითხობით გამოირჩევა,კარგად უკრავს ვიოლინიზე და გატაცებულია ამითი.იგი შესანიშნავი შვილია და უზადოდ ზრდილობიანი ყმაწვილი არა მარტო უფროსებთან,არამედ ამხანაგებთანაც,თვით უმცროსების მიმართაც.პოლიტიკურად კეთილსაიმედოა”. (ავტორი გენია.ჯი)